ვალვერდე ინიესტაზე: "ბოლო მატჩი მესისთან ერთად უნდა ეთამაშა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ვალვერდე ინიესტაზე: "ბოლო მატჩი მესისთან ერთად უნდა ეთამაშა"


ვალვერდე ინიესტაზე:

დღევანდელი მატჩის შემდეგ ერნესტო ვალვერდე ანდრეს ინიესტას წასვლას გამოეხმაურა.

34 წლის ესპანელმა "ბარსელონას" შემადგენლობაში ბოლოჯერ ითამაშა.

"ცხადია, რომ ჩვენ დღევანდელ შეხვედრაში მოგება გვინდოდა, თუმცა ეს საღამო ანდრეს ინიესტასთვის იყო და პუბლიკამ ის განსაკუთრებული აქცია.

მატჩში ლეო მესიც ჩავრთე (67-ე წუთზე შევიდა), რადგან მსურდა, რომ ინიესტას ბოლო შეხვედრაში სწორედ ლეოსთან ერთად ეთამაშა.

ანდრესი - ეს ის ფეხბურთელია, რომელზეც მომავალში უზომოდ ბევრს ილაპარაკებენ.

ის ისტორიული მოთამაშეა და ყოველთვის ყველას ემახსოვრება", - განაცხადა ვალვერდემ.

ასევე იხილეთ:

პსჟ-ს პრეზიდენტმა ნეიმარის შესაძლო წასვლაზე კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა

რამოსი: "ეს ლიგის მოგება არ იქნება, ეს რეალის ერის დამტკიცება იქნება"

ასეთი ოვაციებით გააცილეს ინიესტა 82-ე წუთზე [VIDEO]

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები