ლევანდოვსკი შეიძლება პსჟ-ში გადავიდეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლევანდოვსკი შეიძლება პსჟ-ში გადავიდეს


ლევანდოვსკი შეიძლება პსჟ-ში გადავიდეს

"ბაიერნის" თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი შეიძლება "პსჟ"-ში გადავიდეს.

როგორც L’Equipe იტყობინება, პარიზელებს პოლონელით ედინსონ კავანის ჩანაცვლება სურთ, რომელიც მზადაა პარიზი დატოვოს და "ატლეტიკოს" შეუერთდეს.

მადრიდელები ურუგვაელს იმ შემთხვევაში დაიმატებენ, თუ "ბარსელონაში" ანტუან გრიზმანი წავა.

ზემოთაღნიშნული გამოცემის თანახმად, ლევანდოვსკიმ თავის აგენტთან მოლაპარაკებები გამართა, რათა ამ უკანასკნელმა ახალი კლუბი მოუძებნოს.

აქამდე ცნობილი გახდა, რომ მადრიდის "რეალმა" ლევანდოვსკის შეძენაზე უარი განაცხადა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები