მატიჩი: "მანჩესტერს გამოცდილი ფეხბურთელები სჭირდება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მატიჩი: "მანჩესტერს გამოცდილი ფეხბურთელები სჭირდება"


მატიჩი:

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, ნემანია მატიჩმა კლუბს ზაფხულში შემადგენლობის გაძლიერებისკენ მოუწოდა.

სერბი შუახაზელის თქმით, "ემიუს" გამოცდილი ახალწვეულები სჭირდება.

"გამოცდილი ფეხბურთელები გვჭირდება, რომლებიც ჩვენს გუნდს მეტ თვისებას შესძენენ", - ციტირებს მატიჩის სიტყვებს AFP.

"მხოლოდ ასე შეგვეძლება პრემიერ ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის ბრძოლა".

"ნებისმიერ შემთხვევაში, პროგრესი სახეზეა. გასულ წლებში შედეგი უარესი იყო. ამჯერად მეორე პოზიცია დავიკავეთ, მხოლოდ "სიტის" ჩამოვრჩით, რომელმაც შესანიშნავი ფეხბურთი ითამაშა", - დასძინა ნემანიამ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები