ნიცას პატრიკ ვიეირა გაწვრთნის? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ნიცას პატრიკ ვიეირა გაწვრთნის?


ნიცას პატრიკ ვიეირა გაწვრთნის?

საფრანგეთის ნაკრების ექს-ნახევარმცველმა, პატრიკ ვიეირამ შეიძლება "ნიცა" ჩაიბაროს.

როგორც L’Equipe იუწყება, "ნიცას" პრეზიდენტი, ჟან-პიერი რივერი, გენერალურ დირექტორ ჟულიენ ფურნიესთან ერთად, ნიუ იორკში ვიეირასთან მოლაპარაკებების გასამართად გაემგზავრა.

მოგეხსენებათ, ამჟამად პატრიკი "ნიუ იორკ სიტის" უდგას სათავეში, რომელთანაც მოქმედი კონტრაქტის ვადა მიმდინარე წლის ბოლოს ეწურება.

აქამდე ცნობილი გახდა, რომ "ნიცას" თავკაცი, ლუსიენ ფავრი გუნდს დატოვებს. სპეციალისტი, დიდი ალბათობით, "დორტმუნდს" ჩაიბარებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები