ლაიფციგმა მთავარ მწვრთნელს ახალ სეზონამდე მუშაობა აუკრძალა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლაიფციგმა მთავარ მწვრთნელს ახალ სეზონამდე მუშაობა აუკრძალა


ლაიფციგმა მთავარ მწვრთნელს ახალ სეზონამდე მუშაობა აუკრძალა

"ლაიფციგის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, რალფ ჰაზენჰიუტლი, ამ ზაფხულს ახალ სამუშაოს ვერ დაიწყებს.

ცნობილი გერმანული ტაბლოიდი "Bild" იტყობინება, რომ გერმანულმა კლუბმა ავსტრიელ სპეციალისტს 600 ათასი ევრო კომპენსაციის სახით გადაუხადა, მაგრამ ამავდროულად, რალფი, კონტრაქტში ჩადებული პუნქტის მიხედვით, 30 სექტემბრამდე ახალ გუნდს ვერ ჩაიბარებს.

რალფ ჰაზენჰიუტლმა და "ლაიფციგმა" კონტრაქტი მაისში გაწყვიტეს მას შემდეგ, რაც "ხარებმა" გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის მე-6 პოზიციაზე დაასრულეს და ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდნენ.

50 წლის ავსტრიელი სპეციალისტით რამდენიმე კლუბი იყო დაინტერესებული, მაგრამ ის სეზონის დაწყებამდე მუშაობას ვერ დაიწყებს.
ასევე იხილეთ თემაზე:
ლაიფციგი რალფ ჰაზენჰიუტლი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები