პერინი იუვენტუსში გადასასვლელად მზად არის » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პერინი იუვენტუსში გადასასვლელად მზად არის


პერინი იუვენტუსში გადასასვლელად მზად არის

"ჯენოას" ახალგაზრდა მეკარემ, მატია პერინმა, ტურინის "იუვენტუსში" შესაძლო გადასვლაზე კომენტარი გააკეთა.

"იუვენტუსში" გადასვლის ჭორები ყველაზე არ ვრცელდება, ამიტომ ეს ჩემთვის უკვე სიამაყის საბაბია. ძალიან ბედნიერი ვარ.

ჩემი ტრანსფერი დროის საკითხია? არ ვიცი, მაგრამ "იუვენტუსში" გადასვლის შესაძლებლობა რომ მქონდეს, ამას აუცილებლად გამოვიყენებ. ვნახოთ რა მოხდება.

ვიცი, რომ როგორც "იუვენტუსში", ისე სხვა დიდ ევროპულ კლუბში, შესნის სახით კონკურენციას წავაწყდები. თუმცა ამისათვის მზად ვარ!", - აღნიშნა 25 წლის იტალიელმა.

ტურინული გრანდი ლეგენდარულმა ჯანლუიჯი ბუფონმა დატოვა და ახლა "ბებერი ქალბატონი" პერინის დამატებას ცდილობს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები