ბუფონს იტალიის ნაკრებში ეპატიჟებიან » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბუფონს იტალიის ნაკრებში ეპატიჟებიან


ბუფონს იტალიის ნაკრებში ეპატიჟებიან

იტალიური ფეხბურთის ფედერაციის კომისარმა, რობერტო ფაბრიჩინიმ, აღნიშნა, რომ "სკუადრა აძურაში" ლეგენდარული ჯანლუიჯი ბუფონის დაბრუნება სურს.

"მინდა, რომ ჰოლანდიასთან ამხანაგური მატჩის შემდეგ ჯანლუიჯი ბუფონს ტურინში მეგობრულ გარემოში გავესაუბრო. მისი იტალიის ნაკრებში ხილვა მსურს, მაგრამ აუცილებელი არ არის, რომ ეს მოთამაშის ამპლუაში მოხდეს.

ვეცდები, რომ მას რაც შეიძლება მალე დავურეკო. ვფიქრობ, მანჩინიც იგივეს გააკეთებს. ბუფონის ფასეულობა არამხოლოდ ეროვნული ნაკრების მაისურით ჩატარებული 176 მატჩი, არამედ მისი ეროვნული გუნდისადმი მნიშვნელობაა", - განაცხადა ფაბრიჩინიმ.
ასევე იხილეთ თემაზე:
იტალიის ნაკრები ჯანლუიჯი ბუფონი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები