იკარდი მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩა - არგენტინის საბოლოო შემადგენლობა ცნობილია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

იკარდი მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩა - არგენტინის საბოლოო შემადგენლობა ცნობილია


იკარდი მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩა - არგენტინის საბოლოო შემადგენლობა ცნობილია

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ხორხე სამპაოლიმ, მსოფლიო ჩემპიონატისთვის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა.

მილანის "ინტერის" ცენტრალური თავდამსხმელი, მაურო იკარდი, რომელმაც იტალიის სერია ა-ს ამ სეზონში 29 გოლი გაიტანა, "ალბისელესტეს" განაცხადს მიღმა დარჩა.

მაურო არგენტინელების გაფართოებულ, 35 კაციან სიაში, იმყოფებოდა, მაგრამ სამპაოლიმ, საბოლოო ჯამში, ის მაინც სახლში დატოვა და რუსეთში "ბოკა ხუნიორსის" შემტევი, კრისტიან პავონი, მიჰყავს.

მეკარეები: სერხიო რომერო ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ფრანკო არმანი ("რივერ პლეიტი"), ვილი კაბალიერო ("ჩელსი").

მცველები: გაბრიელ მერკადო ("სევილია"), ნიკოლას ტალიაფისო ("აიაქსი"), ფედერიკო ფასიო ("რომა"), ნიკოლას ოტამენდი ("მანჩესტერ სიტი"), მარკოს როხო ("მანჩესტერ იუნაიტედი"), კრისტიან ანსალდი ("ინტერი").

ნახევარმცველები: ევერ ბანეგა ("სევილია"), ხავიერ მასკერანო ("ჩაინა ფორტუნი"), ედუარდო სალვიო ("ბენფიკა"), ლუკას ბილია ("მილანი"), ანხელ დი მარია, ჯო ლო სელსო (ორივე "პსჟ"), მანუელ ლანსინი ("ვესტ ჰემი"), მაქსი მეზა ("ინდეპენდიენტე"), მარკოს აკუნა ("სპორტინგი").

თავდამსხმელები: ლიონელ მესი ("ბარსელონა"), სერხიო აგუერო ("მანჩესტერ სიტი"), გონსალო იგუაინი, პაულო დიბალა (ორივე "იუვენტუსი"), კრისტიან პავონი ("ბოკა ხუნიორსი").

არგენტინა ე.წ. "სიკვდილის ჯგუფშია" მოხვედრილი. სამპაოლის გუნდი 16 ივნისს ისლანდიას დაუპირისპირდება, შემდეგ 21 ივნისს ხორვატიას შეხვდება, ხოლო ბოლო ტურში - ნიგერიას, 26 ივნისს.

ასევე იხილეთ:

პსჟ-ს პრეზიდენტმა ნეიმარის შესაძლო წასვლაზე კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა

რამოსი: "ეს ლიგის მოგება არ იქნება, ეს რეალის ერის დამტკიცება იქნება"

ასეთი ოვაციებით გააცილეს ინიესტა 82-ე წუთზე [VIDEO]
ასევე იხილეთ თემაზე:
არგენტინის ნაკრები მაურო იკარდი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები