მასიმო მორატი ინტერის ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებით ძალიან ბედნიერია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მასიმო მორატი ინტერის ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებით ძალიან ბედნიერია


მასიმო მორატი ინტერის ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებით ძალიან ბედნიერია

მილანის "ინტერის" ყოფილი პრეზიდენტი, მასიმო მორატი, "ნერაძურის" ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებას გამოეხმაურა.

"ეს იყო დიდებული გამარჯვება, რომელმაც ბოლოს კმაყოფილება მოგვიტანა.

ეს კარგი მატჩი გამოდგა ემოციური თვალსაზრისითაც. ვფიქრობ, ყველა ქებას ღირსია, განსაკუთრებით კი - მოთამაშეები, რომელთაც "ინტერისთვის" ყველაფერი გაიღეს.

სპალეტიმ გუნდი სწორად მოამზადა და აგრეთვე მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც ფანტასტიკურები იყვნენ.

როგორც იქნა, "ინტერს" გუნდური სულისკვეთება დაუბრუნდა და მიხარია, რომ გუნდი ბრუნდება იქ, სადაც უნდა იყოს", - განაცხადა მორატიმ.

მილანურმა გრანდმა სერია ა-ს ბოლო ტურში უშუალო კონკურენტი "ლაციო" სტუმრად 3:2 დაამარცხა და ოთხეულში შეაღწია. "ინტერს" ჩეპიონთა ლიგაზე 2012 წლის შემდეგ არ უთამაშია.
ასევე იხილეთ თემაზე:
ინტერი მასიმო მორატი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები