ვინ შეცვლის ბარსელონაში ინიესტას? - ანდრესმა სამი კანდიდატი დაასახელა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ვინ შეცვლის ბარსელონაში ინიესტას? - ანდრესმა სამი კანდიდატი დაასახელა


ვინ შეცვლის ბარსელონაში ინიესტას? - ანდრესმა სამი კანდიდატი დაასახელა

ნახევარმცველი, ანდრეს ინიესტა, რომელმაც 20 მაისს "ბარსას" რიგებში ბოლო მატჩი ჩაატარა, დარწმუნებულია, რომ გუნდს ისეთი ფეხბურთელები ჰყავს, რომლებსაც მისი შეცვლა შეუძლიათ.

34 წლის ჰავბეკი კატალონიელთა ღირსებას 16 წლის მანძილზე იცავდა და გუნდთან ერთად 32 ტიტული მოიგო - ლა ლიგის ცხრა ტიტულისა და ჩემპიონთა ლიგის ოთხი თასის ჩათვლით.

"გუნდში ისეთი ფეხბურთელები რჩებიან, როგორებიც ფილიპე კოუტინიო, დენის სუარესი და კარლეს ალენია არიან. საჭირო თვისებებს ფლობენ", - ციტირებს ინიესტას სიტყვებს Goal.

"ამ ეტაპზე, მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში მომიწევს. შესანიშნავი გამოწვევა იქნება".

მოგეხსენებათ, ინიესტას ესპანეთი მუნდიალის B ჯგუფში პორტუგალიას, ირანსა და მაროკოს დაუპირისპირდება.

ასევე იხილეთ:

11-ეული, რომელიც ესპანეთის ნაკრების სიაში ვერ მოხვდა

როგორ დასრულდა ოქროს ბუცისთვის ბრძოლა?

სამპაოლი: "რატომ არ მიმყავს იკარდი მუნდიალზე?"


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები