ოფიციალურად: დორტმუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ოფიციალურად: დორტმუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია


ოფიციალურად: დორტმუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

დორტმუნდის "ბორუსიამ" გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე "ნიცას" აწ უკვე ექს-თავკაცის, ლუსიენ ფავრის დანიშვნა დაადასტურა.

60 წლის სპეციალისტთან გაფორმებული ხელშეკრულება 2020 წლამდე იმოქმედებს.

"ბორუსიას" აქამდე პეტერ შტეგერი წვრთნიდა, რომელმაც გუნდი 12 მაისს, ბუნდესლიგის 34-ე ტურში "ჰოფენჰაიმთან" (1:3) მარცხის შემდეგ დატოვა.

დორტმუნდელებმა გერმანიის ჩემპიონატი მეოთხე ადგილზე დაასრულეს და ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდნენ.

ფავრი "ნიცას" 2016 წლის მაისიდან ედგა სათავეში. პირველივე სეზონში მან გუნდს საფრანგეთის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები მოაგებინა, რაც "არწივებისთვის" ბოლო 40 წლის მანძილზე საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა.

2017/18 წლების სეზონში "ნიცამ" ლიგა 1-ში მე-8 პოზიცია დაიკავა. მიმდინარე წლის 17 მაისს ფავრმა ფრანგული კლუბიდან წასვლა დაადასტურა.

ასევე იხილეთ:

11-ეული, რომელიც ესპანეთის ნაკრების სიაში ვერ მოხვდა

როგორ დასრულდა ოქროს ბუცისთვის ბრძოლა?

სამპაოლი: "რატომ არ მიმყავს იკარდი მუნდიალზე?"


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები