ედინსონ კავანიმ საკუთარ მომავალს ნათელი მოჰფინა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ედინსონ კავანიმ საკუთარ მომავალს ნათელი მოჰფინა


ედინსონ კავანიმ საკუთარ მომავალს ნათელი მოჰფინა

"პსჟ"-ს თავდამსხმელი, ედინსონ კავანი მომავალ სატრანსფერო ბაზარზე კლუბის დატოვებას არ აპირებს.

აქამდე არსებული ინფორმაციით, 31 წლის ფორვარდი შეიძლება "ჩელსიში", "მილანში" ან "ატლეტიკოში" გადავიდეს.

"აქ დარჩენის იმედით გავახანგრძლივე კონტრაქტი", - ციტირებს ურუგვაელის სიტყვებს Marca.

"პარიზი, გულშემატკივრები და ჩემი გუნდი მიყვარს", - დასძინა ედინსონმა.

ამ სეზონში კავანიმ საფრანგეთის ჩემპიონატში 32 მატჩი ჩაატარა და 28 გოლი შეაგდო.

ასევე იხილეთ:

11-ეული, რომელიც ესპანეთის ნაკრების სიაში ვერ მოხვდა

როგორ დასრულდა ოქროს ბუცისთვის ბრძოლა?

სამპაოლი: "რატომ არ მიმყავს იკარდი მუნდიალზე?"


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები