ესპანეთის ნაკრების 8 სავარაუდო შემადგენლობა მუნდიალისთვის » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ესპანეთის ნაკრების 8 სავარაუდო შემადგენლობა მუნდიალისთვის


ესპანეთის ნაკრების 8 სავარაუდო შემადგენლობა მუნდიალისთვის

ხულენ ლოპეტეგის მიერ დასახელებულმა ესპანეთის ნაკრების 23-კაციანმა სამუნდიალო შემადგენლობამ ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია საფეხბურთო სამყაროში. მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩა არაერთი ვარსკვლავი - ალვარო მორატა, სესკ ფაბრეგასი, მარკოს ალონსო, ჰექტორ ბელერინი და კიდევ ბევრი სხვა.

ამის მიუხედავად, ლოპეტეგის განკარგულებაში ისედაც საკმარისად არიან ტოპ-კლასის მოთამაშეები. ესპანეთის შემადგენლობა იმდენად ძლიერი და მრავალფეროვანია, რომ "ფურია როხას" შეუძლია ერთბაშად 8 სასტარტო თერთმეტეულის როტაცია. განვიხილოთ თითეული მათგანი.

1. ყველაზე ოპტიმალური შემადგენლობა (4-1-4-1)

მეკარე: დე ხეა

ცენტრალური მცველები: რამოსი/პიკე

მარჯვენა მცველი: კარვახალი

მარცხენა მცველი: ალბა

საყრდენი ნახევარმცველი: ბუსკეტსი

ცენტრალური ნახევარმცველები: ინიესტა/კოკე

შემტევი ნახევარმცველები: სილვა/ისკო

ფორვარდი: კოსტა

ესპანეთის ნაკრების 8 სავარაუდო შემადგენლობა მუნდიალისთვის

თუ რაიმე გაუთვალისწიენებლი არ მოხდა, სწორედ ესეთი იქნება ესპანეთის სასტარტო თერთმეტეული. საინტერესოა ძველი და ახალი თაობის წარმომადგენლების ერთად ხილვა. შემადგენლობაში არიან ინიესტა და სილვა, ისკოსა და კოკეს გვერდით.

2. ფორვარდის გარეშე (4-2-4-0)

მეკარე: დე ხეა

ცენტრალური მცველები: რამოსი/პიკე

მარჯვენა მცველი: კარვახალი

მარცხენა მცველი: ალბა

საყრდენი ნახევარმცველები: ბუსკეტსი/კოკე

ცენტრალური ნახევარმცველი: ისკო

შემტევი ნახევარმცველები: ინიესტა/ასენსიო/სილვა

ესპანეთის ნაკრების 8 სავარაუდო შემადგენლობა მუნდიალისთვის

თანამედროვე ფეხბურთში საკმაოდ გავრცელებული სქემა, რომელშიც ცენტრ-ფორვარდის ფუნქციებს ითავსებენ შემტევი ნახევარმცველები. ესპანეთის შემთხვევაში თავდამსხმელის როლს შენაცვლებით მოირგებენ სილვა, ასენსიო და შესაძლოა ისკოც.

3. ორი ვინგერი-ორი თავდამსხმელი (4-2-2-2)

მეკარე: დე ხეა

ცენტრალური მცველები: რამოსი/პიკე

მარჯვენა მცველი: კარვახალი

მარცხენა მცველი: ალბა

ცენტრალური ნახევარმცველები: ინიესტა/ბუსკეტსი

ვინგერები: ასენსიო/ვასკესი

ფორვარდები: კოსტა/ასპასი

ესპანეთის ნაკრების 8 სავარაუდო შემადგენლობა მუნდიალისთვის

შემტევი ტაქტიკა, სადაც მთავარი აქცენტი გადატანილი არის ფლანგებზე განლაგებულ შემტევებსა და ფორვარდებზე. აგრეთვე გამოსარჩევია ინიესტას ყოფნა მოედნის სიღრმეში.

4. შემტევი ნახევარმცველებით სავსე შემადგენლობა (4-5-1)

მეკარე: დე ხეა

ცენტრალური მცველები: რამოსი/პიკე

მარჯვენა მცველი: კარვახალი

მარცხენა მცველი: ალბა

საყრდენი ნახევარმცველები: ბუსკეტსი/ტიაგო

შემტევი ნახევარმცველები: ისკო/ინიესტა/სილვა

ფორვარდი: ასპასი

ესპანეთის ნაკრების 8 სავარაუდო შემადგენლობა მუნდიალისთვის

სქემა, რომელიც ყველაზე ნათლად ასახავს თუ რამხელა შემტევი პოტენციალი აქვს ესპანეთის ნაკრებს, თუმცა ხომ არ გეჩვენებათ, რომ მოედანზე ერთდროულად ინიესტას, სილვას, ისკოსა და ტიაგოს ყოფნა საკმარისზე მეტად კრეატიულია?

5. კიდევ ერთი შემტევი ტაქტიკა (3-4-3)

მეკარე: დე ხეა

მცველები: რამოსი/პიკე/ასპილიკუეტა

ცენტრალური ნახევარმცველები: ინიესტა/ტიაგო

შემტევი ნახევარმცველები: სილვა/ისკო

ფორვარდები: კოსტა/ასპასი/როდრიგო

ესპანეთის ნაკრების 8 სავარაუდო შემადგენლობა მუნდიალისთვის

საკმაოდ ექსპერიმენტალური შემადგენლობა 3 მცველით, რომელშიც ცენტრალური მცველის როლს ირგებს ასპილიკუეტა. სილვა და ისკო გვევლინებიან ფლანგებზე განლაგებულ შემტევ ნახევარმცველებად, რითაც წინ განლაგებულ ფორვარდთა ტრიოს ანიჭებენ სრულ თავისუფლებას.

6. როტაციისთვის განკუთვნილი შემადგენლობა (4-4-1-1)

მეკარე: დე ხეა

ცენტრალური მცველები: რამოსი/პიკე

მარჯვენა მცველი: კარვახალი

მარცხენა მცველი: ალბა

ცენტრალური ნახევარმცველები: ტიაგო/საული

შემტევი ნახევარმცველები: ასენსიო/ვასკესი

ფორვარდები: კოსტა/როდრიგო

ესპანეთის ნაკრების 8 სავარაუდო შემადგენლობა მუნდიალისთვის

აღნიშნული შემადგენლობებიდან ყველაზე ნაკლებად სავარაუდო. ალბათ მხოლოდ ჯგუფიდან დროზე ადრე გასვლის განაღდების შემთხვევაში დააყენებს ლოპეტეგი ერთად საულს, ვასკესსა და როდრიგოს.

7. 5-მცველიანი ტაქტიკა (5-3-2)

მეკარე: დე ხეა

ცენტრალური მცველები: რამოსი/პიკე/მონრეალი

მარჯვენა მცველი: ოდრიოსოლა

მარცხენა მცველი: ალბა

ცენტრალური ნახევარმცველები: ბუსკეტსი/ინიესტა/ისკო

ფორვარდები: სილვა/კოსტა

ესპანეთის ნაკრების 8 სავარაუდო შემადგენლობა მუნდიალისთვის

კიდევ ერთი ექსპერიმენტალური შემადგენლობა, რომელსაც ლოპეტეგი მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში თუ მოიხმარს. გამოსარჩევია სილვას ყოფნა თავდამსხმელის პოზიციაზე.

8. დაცვითი ტაქტიკა (4-4-1-1)

მეკარე: დე ხეა

ცენტრალური მცველები: რამოსი/პიკე

მარჯვენა მცველი: ასპილიკუეტა

მარცხენა მცველი: მონრეალი

ცენტრალური ნახევარმცველები: ბუსკეტსი/საული/ტიაგო

შემტევი ნახევარმცველები: კოკე/ვასკესი

ფორვარდი: კოსტა

ესპანეთის ნაკრების 8 სავარაუდო შემადგენლობა მუნდიალისთვის

შემადგენლობა, რომელშიც კრეატიული მხარე მინიმუმამდეა დაყვანილი. გუნდში არ არიან ინიესტა, სილვა, ისკო და ასენსიო. მათ ნაცვლად კი ვხედავთ უფრო დაცვით ფუნქციებზე ორიენტირებულ მოთამაშეებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები