ჩელსი უახლოესი 24 საათის მანძილზე კონტეს გაათავისუფლებს? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჩელსი უახლოესი 24 საათის მანძილზე კონტეს გაათავისუფლებს?


ჩელსი უახლოესი 24 საათის მანძილზე კონტეს გაათავისუფლებს?

"ჩელსის" თავკაცს, ანტონიო კონტეს დაკავებული პოსტიდან უახლოესი 24 საათის განმავლობაში გაათავისუფლებენ, წერს BeIN Sports.

"არისტოკრატთა" ხელმძღვანელობა ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, მიუხედავად იმისა, რომ იტალიელმა სპეციალისტმა 19 მაისს გუნდს ინგლისის თასი მოაგებინა.

აქამდე თავად მწვრთნელმა თქვა, რომ მზადაა გუნდიდან წავიდეს, თუ ეს "საჭირო იქნება". ლონდონელთა თავკაცის პოსტზე დანიშვნის მთავარი კანდიდატი "ბარსას" ექს-თავკაცი, ლუის ენრიკეა.

შეგახსენებთ, კონტემ "ჩელსი" 2016 წლის ზაფხულში ჩაიბარა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები