ლევანდოვსკი - ჩელსის მთავარი სამიზნე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლევანდოვსკი - ჩელსის მთავარი სამიზნე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე


ლევანდოვსკი - ჩელსის მთავარი სამიზნე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე

"ჩელსი" "ბაიერნის" ფორვარდის, რობერტ ლევანდოვსკის ყიდვას აპირებს.

პოლონელი უახლოეს სატრანსფერო ბაზარზე "არისტოკრატთა" მთავარი სამიზნე იქნება.

როგორც The Guaridan წერს, კლუბის წარმომადგენლები რობერტის დათანხმებას ცდილობენ. თავად ფეხბურთელი სამუშაო ადგილის შეცვლის წინააღმდეგი არ არის.

პოტენციური ტრანსფერი 100 მილიონ ფუნტზე მეტად ფასდება. თუ გარიგება შედგება, "ჩელსი" ალვარო მორატას გაყიდის, რომელმაც ინგლისში თავის გამოჩენა ვერ მოახერხა.

აქამდე არსებული ცნობით, თავდამსხმელით "პსჟ"-ც ინტერესდება. "რეალმა" კი მის შეძენაზე უარი თქვა. 29 წლის პოლონელმა დასრულებულ სეზონში ბუნდესლიგაში 30 მატჩი ჩაატარა და 29 გოლი გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები