ჰამშიკი ჩინეთში წასვლაზე ფიქრობს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჰამშიკი ჩინეთში წასვლაზე ფიქრობს


ჰამშიკი ჩინეთში წასვლაზე ფიქრობს

"ნაპოლის" კაპიტანმა და ცენტრალურმა ნახევარმცველმა, მარეკ ჰამშიკმა, შესაძლოა კარიერა მართლაც ჩინეთის სუპერლიგაში გააგრძელოს.

ამ თემაზე 30 წლის სლოვაკი ფეხბურთელის მამამ ისაუბრა და მარეკის აზიის კონტინენტზე გადაბარგების შანსები შეაფასა.

"ჩინური კლუბების მხრიდან ინტერესი საკმაოდ სერიოზულია, მაგრამ მოლაპარაკებების პროცესი - რთული.

სამი წლის განმავლობაში მარეკმა "ნაპოლის" დატოვების ფიქრები თავიდან ამოიგდო და მხოლოდ სერია ა-ს მოგებაზე იყო კონცენტრირებული. თუმცა გუნდი კვლავ ჩავარდა.

ამ მომენტისათვის ჰამშიკის ჩინეთში წასვლის ალბათბა 60-40-ზეა. ახლა მისი აგენტი კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან აწარმოებს მოლაპარაკებებს", - აღნიშნა რიხარდ ჰამშიკმა.

რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ ჰამშიკს ჩინეთიდან სერიოზული წინადადება აქვს - წელიწადში 10 მილიონი ევრო.

30 წლის სლოვაკი ნეაპოლური კლუბის ღირსებას 2007 წლიდან იცავს და მისი მოქმედი კონტრაქტი 2020 წლამდეა გათვლილი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები