მანჩესტერ სიტი, ჯერჯერობით, მაჰრეზის ტრანსფერს ვერ ათანხმებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მანჩესტერ სიტი, ჯერჯერობით, მაჰრეზის ტრანსფერს ვერ ათანხმებს


მანჩესტერ სიტი, ჯერჯერობით, მაჰრეზის ტრანსფერს ვერ ათანხმებს

"ლესტერი" და "სიტი" ნახევარმცველ რიად მაჰრეზის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუმცა ჯერ არ შეთანხმებულან, იუწყება Mercury.

ინგლისის ჩემპიონებს ჯერ კიდევ ზამთარში უნდოდათ ალჟირელის ხელში ჩაგდება, მაგრამ მაშინ მხარეებმა კომპრომისს ვერ მიაღწიეს.

"ქალაქელები" ალჟირის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელში 50 მილიონ ფუნტს იხდიდნენ.

ამ სეზონში მაჰრეზმა ყველა ტურნირზე ერთად 41 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი შეაგდო და 13 საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები