დორტმუნდის ყოფილი ფორვარდი აუგსბურგში გადავიდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დორტმუნდის ყოფილი ფორვარდი აუგსბურგში გადავიდა


დორტმუნდის ყოფილი ფორვარდი აუგსბურგში გადავიდა

დორტმუნდის "ბორუსიას" ყოფილი ცენტრალური თავდამსხმელი, იულიან შიბერი, კარიერას "აუგსბურგში" გააგრძელებს.

"აუგსბურგმა" 29 წლის გერმანელი ფორვარდი ბერლინის "ჰერტადან" შეიძინა და მას კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

შიბერი ბერლინური კლუბის ღირსებას 2014 წლიდან იცავდა და მას შემდეგ ბუნდესლიგაში ჩატარებულ 43 შეხვედრაში 10 გოლის გატანა მოახერხა.

იულიან შიბერი დორტმუნდის "ბორუსიაში" 2012-14 წლებში თამაშობდა და 2013 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც აქვს მიღებული მონაწილეობა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები