იუვენტუსი ლაციოს ნახევარმცველითაა დაინტერესებული » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

იუვენტუსი ლაციოს ნახევარმცველითაა დაინტერესებული


იუვენტუსი ლაციოს ნახევარმცველითაა დაინტერესებული

"ლაციოს" ნახევარმცველი, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი "იუვენტუსის" ინტერესთა სფეროში მოექცა.

როგორც იტალიური პრესა წერს, ფეხბურთელით პირადად "ბიანკონერის" თავკაცი, მასიმილიანო ალეგრია დაინტერესებული.

23 წლის სერბის ღირებულება 80-100 მლნ ევროდ ფასდება, ამიტომაც "იუვენტუსს" ტრანსფერის განსახორციელებლად რომელიმე წამყვანი ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს.

იტალიის ჩემპიონატის 2017/18 წლების გათამაშებაში მილინკოვიჩ-სავიჩმა 35 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები