ინტერის ახალგაზრდა მცველმა საოცარი რეკორდი დაამყარა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ინტერის ახალგაზრდა მცველმა საოცარი რეკორდი დაამყარა


ინტერის ახალგაზრდა მცველმა საოცარი რეკორდი დაამყარა

მილანის "ინტერის" ცენტრალურმა მცველმა, მილან შკრინიარმა, "ნერაძურიში" ფანტასტიკური სადებიუტო სეზონი ჩაატარა, რასაც სტატისტიკაც მოწმობს.

იტალიის ეროვნული ჩემპიონატის 2017/18 წლების სეზონში შკრინიარმა უკლებლივ ყველა მატჩი თავიდან-ბოლომდე ჩაატარა ანუ 38 შეხვედრაში მოედანზე 90 წუთი დაჰყო.

მას შემდეგ, რაც 2004/05 წლების სეზონიდან სერია ა 20 გუნდიანი გახდა, "ინტერის" არცერთ მოთამაშეს არ გაუტარებია მოედანზე იმდენი წუთი, რამდენიც ამ სეზონში მილანმა - 3420.

აქამდე მილანური გრანდის რეკორდსმენი ლეგენდარული ხავიერ ძანეტი იყო, რომელმაც 2008/09 წლების სეზონში 3375 წუთი დაჰყო მოედანზე.

23 წლის სლოვაკი მცველი "ინტერმა" გასული წლის ზაფხულში "სამპდორიადან" 20 მილიონ ევროდ შეიძინა. შკრინიარმა სერია ა-ს 38 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.

ასევე იხილეთ:

11-ეული, რომელიც ესპანეთის ნაკრების სიაში ვერ მოხვდა

როგორ დასრულდა ოქროს ბუცისთვის ბრძოლა?

სამპაოლი: "რატომ არ მიმყავს იკარდი მუნდიალზე?"

ასევე იხილეთ თემაზე:
ინტერი მილან შკრინიარი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები