იმობილემ თავის მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

იმობილემ თავის მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა


იმობილემ თავის მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

რომის "ლაციოს" ცენტრალურმა თავდამსხმელმა, ჩირო იმობილემ, საკუთარი გუნდის ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენის შემდეგ საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

"წელს სატრანსფერო ფანჯარა უფრო ადრე იხურება, "ლაციოსადმი" ჩემი გრძნობების გამეორება კი საჭირო არ არის.

ახლა ჭორებზე საუბარს არ ვაპირებ, რადგან ასეთი სიახლეები ყოველთვის ჩნდება, როდესაც ბევრი გოლი გაგაქვს. სიმშვიდეს ვინარჩუნებ და აგენტებს მუშაობას საშუალებას ვაძლევ", - განაცხადა 28 წლის იტალიელმა ფორვარდმა.

ჩირომ იტალიის სერია ა-ს გასულ სეზონში 29 ბურთი გაიტანა და მაურო იკარდისთან ერთად ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ლაციო ჩირო იმობილე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები