ლაციო შესაძლოა კონსეისაომ ჩაიბაროს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლაციო შესაძლოა კონსეისაომ ჩაიბაროს


ლაციო შესაძლოა კონსეისაომ ჩაიბაროს

რომის "ლაციოს" ახალი მთავარი მწვრთნელი შესაძლოა სერჟიო კონსეისაო გახდეს.

მას შემდეგ, რაც "არწივებმა" ჩემპიონთა ლიგის საგზური იტალიის სერია ა-ს ბოლო ტურში "ინტერთან" დრამატული მარცხით (2:3) დაკარგეს, კლუბი სიმონე ინძაგის გათავისუფლების საკითხს განიხილავს.

თუ 42 წლის იტალიელი სპეციალისტი გუნდს მართლაც დატოვებს, მაშინ "ლაციო" კონსეისაოს გადაბირებას ეცდება.

თავად 43 წლის პორტუგალიელი ახლა "პორტუს" თავკაცია და გასულ სეზონში "დრაკონებს" პორტუგალიის ჩემპიონატი მოაგებინა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ლაციო სერჟიო კონსეისაო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები