ბაიერნში უთანხმოებაა - რუმენიგე და ჰიონესი სატრანსფერო პოლიტიკაზე ვერ თანხმდებიან » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბაიერნში უთანხმოებაა - რუმენიგე და ჰიონესი სატრანსფერო პოლიტიკაზე ვერ თანხმდებიან


ბაიერნში უთანხმოებაა - რუმენიგე და ჰიონესი სატრანსფერო პოლიტიკაზე ვერ თანხმდებიან

ავტორიტეტული გერმანული ტაბლოიდი "Bild" იტყობინება, რომ მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობაში მცირე განხეთქილებაა, რომელიც სატრანსფერო პოლიტიკას უკავშირდება.

"რეკორდმაისტერის" პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა, ახლახანს განაცხადა, რომ "ბაიერნი" ზაფხულში არცერთ მოთამაშეს არ დაიმატებს და ახალ სეზონს სწორედ ამ შემადგენლობით დაიწყებს.

ჰიონესის ამ მიდგომას არ იზიარებს კლუბის გენერალური დირექტორი, კარლ-ჰაინც რუმენიგე, რომელსაც პირიქით, ამ ზაფხულს ერთი ან მეტი ტოპ-ტრანსფერის განხორციელება და სოლიდური თანხის დახარჯვა სურს.

ჯერჯერობით უცნობია თუ რაზე შეჯერდებიან კლუბის ბოსები, მაგრამ ფაქტია, რომ "ბაიერნის" ხელმძღვანელობის აზრი ახლა ორად არის გაყოფილი, ამიტომ უცნობია რა სატრანსფერო პოლიტიკას მიმართავს მიუნხენური გრანდი ზაფხულში.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი რუმენიგე ული ჰიონესი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები