რატომ არის იკარდის არწაყვანა უდიდესი შეცდომა? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რატომ არის იკარდის არწაყვანა უდიდესი შეცდომა?


რატომ არის იკარდის არწაყვანა უდიდესი შეცდომა?

როგორც მოგეხსენებათ ხორხე სამპაოლიმ არ წაიყვანა მსოფლიო ჩემპიონატზე მაურო იკარდი. ეს გადაწყვეტილება იმდენად აბსურდულია, რომ არანაირ ახსნას არ ექვემდებარება. გასაგებია თუ რის გამო არ ეხატება გულზე უმეტესობას მილანის "ინტერის" კაპიტანი, მაგრამ ვერავინ იტყვის იმას, რომ თავისი თამაშით იკარდი არ იმსახურებდა შანსს.

რატომ არის იკარდის არწაყვანა უდიდესი შეცდომა?

სამპაოლი ყოველთვის უყურადღებოდ ტოვებდა მაუროს და არ იძახებდა ნაკრებში. გასული წლის შემოდგომაზე არგენტინა დადგა მუნდიალზე ვერ გასვლის საშიშროების წინაშე, იკარდი კი ამ დროს ევროპის საუკეთესო გოლეადორებს შორის გაერია, რის შემდეგაც მისი იგნორირება უკვე შეუძლებელი გახდა.

ხორხემ გადაუხვია პრინციპებს და უხმო "ინტერის" ფორვარდს. საბოლოოდ "ალბისელესტემ" მოახერხა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა (მადლობა მესის), იკარდის კი იმედი გაუჩნდა, რომ ათვალწუნება და იგნორი წარსულს ჩაბარდა, მაგრამ ამაოდ.

რატომ არის იკარდის არწაყვანა უდიდესი შეცდომა?

ნათელი იყო, რომ სამპაოლი არც აპირებდა მაუროს მუნდიალზე წაყვანას და მისი გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვედრა მოხდა მხოლოდ ერთი მიზეზით - ზედმეტი ხმაურის თავიდან ასარიდებლად.

საბოლოოდ სამპაოლი ვერ გაექცა კრიტიკას, რადგან ახლა იკარდის მხარეს უკვე ისინიც არიან, ვინც ცოტა ხნის წინ მიწასთან ასწორებდნენ მას. მითუმეთეს იმის შემდეგ, რაც "ინტერის" კაპიტანმა ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა თავისი გუნდი პირველად 2012 წლის შემდეგ და ამასთან ერთად სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.

რატომ არის იკარდის არწაყვანა უდიდესი შეცდომა?

თავისი გადაწყვეტილება მწვრთნელმა შემდეგნაირად ახსნა: "ისინი ავირჩიე, ვინც უკეთ ერგება ჩვენს სათამაშო სტილს,"

ჟღერს როგორც აბსოლიტური სისულელე. სამპაოლის გაგება შეიძლებოდა იმ შემთხვევაში თუ არგენტინის ნაკრები აწყობილი და შემდგარი გუნდი ყოფილიყო, როგორც გერმანია ან ესპანეთი. ესეთ ვითარებაში კოლექტივს მიუჩვეველი სკანდალური მოთამაშის გამოძახება მართლაც სარისკო იქნებოდა.

რატომ არის იკარდის არწაყვანა უდიდესი შეცდომა?

"ალბისელესტეს" თამაშის ხარისხმა აჩვენა, რომ სამპაოლის გუნდს ჯერ კიდევ ძალიან ბევრი უკლია შემდგარ გუნდამდე, შესაბამისად არგენტინას ჰაერივით სჭირდება ტოპ-კლასის მოთამაშე.

დიახ, ხორხეს განკარგულებაში არიან გონსალო იგუაინი და სერხიო აგუერო, რომლებიც თავისი გამოცდილებით ბევრად აღემატებიან იკარდის. ამის მიუხედავად ყველამ კარგად ვიცით თუ რას წარმოადგენს ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდი ნაკრებში, მის გაფუჭებულ მომენტებზე ფილმის გადაღებაც შეიძლება.

რატომ არის იკარდის არწაყვანა უდიდესი შეცდომა?

რაც შეეხება აგუეროს, "მანჩესტერ სიტის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს არასდროს დაუზარალებია არგენტინა, თუმცა არავის ახსოვს თუ როდის ჩაატარა ბოლოს სერხიომ თუნდაც 3 მატჩი გადაბმულად ნაკრებში. აგუეროს ტრავმიანობა რეგულარულად არის პრობლემა "ალბისელესტესთვის".

რატომ არის იკარდის არწაყვანა უდიდესი შეცდომა?

იკარდის არასდროს დაუშვია საბედისწერო შეცდომა მოედანზე და ამასთან ერთად ის თითქმის სულ მწყობრშია. რაც ყველაზე მთავარია მაურომ მიმდინარე სეზონში იგუაინზე მეტი გოლი გაიტანა და მხოლოდ ერთი ბურთით ჩამორჩა აგუეროს, მაგრამ პროცენტულად "ინტერის" ფორვარდმა ერთ თამაშში საშუალოდ "სიტის" 10-იანზე მეტიც კი გაიტანა.

თავად განსაჯეთ: იგუაინი - 50 მატჩი, 23 გოლი; აგუერო - 39 მატჩი, 30 გოლი; იკარდი - 36 მატჩი, 29 გოლი. ამასთან ერთად მაურომ თავით უფრო მეტი ბურთი შეაგდო, ვიდრე მისმა კონკურენტებმა (იკარდი 11; აგუერო 7; იგუაინი 3). ისმის კითხვა, რომელ სათამაშო სტილზეა ლაპარაკი?

რატომ არის იკარდის არწაყვანა უდიდესი შეცდომა?

არგენტინის ნაკრების ამჟამინდელი წევრებიდან მაუროზე წინ შეიძლება მხოლოდ ორი მოთამაშის დაყენება - პაულო დიბალასა და ლიონელ მესის. "იუვეს" 10-იანი პოზოციურად სულ სხვა ფეხბურთელია, ამიტომ მისი იკარდისთან შედარება უადგილოა.

რატომ არის იკარდის არწაყვანა უდიდესი შეცდომა?

რაც შეეხება "ბარსელონას" ლიდერს, ძალიან პოპულარულია თეორია, რომლის თანახმადაც სწორედ მესის მოთხოვნით მოხდა "ინტერის" ფორვარდის არწაყვანა მსოფლიო ჩემპიონატზე. ეს არის სრული სისულელე.

ლეო ყველაზე მეტად არის მოტივირებული მუნდიალის მოგებაზე და წინა წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ მხოლოდ ერთი მოთამაშე თუნდაც მესი, ამ საქმეს ვერ გაართმევს თავს. საჭიროა გუნდი, სადაც თავმოყრილნი იქნებიან ტოპ-კლასის ფეხბურთელები. აქედან გამომდინარე რატომ დატოვებდა ლეო ისეთ მოთამაშეს, რომელიც უფრო სარგებლიანია ვიდრე იგივე იგუაინი?

რატომ არის იკარდის არწაყვანა უდიდესი შეცდომა?

იკარდის ათვალწუნებით სამპაოლი უდიდესი ზეწოლის ქვეშ მოექცა. არგენტინის ნებისმიერი ფეხის მოცურების შემთხვევაში ხორხეს სწორედ "ინტერის" კაპიტნის სახელს შეახსენებენ. ერთადერთი საშუალება პოზიციის გამყარებისთვის არის მუნდიალის მოგება.

რატომ არის იკარდის არწაყვანა უდიდესი შეცდომა?

სხვა შემთხვევაში, თუნდაც ფინალში გასვლას და იქ წაგებას გულშემატკივრები მთლიანად დააბრალებენ სამპაოლის არასწორ გადაწყვეტილებას. მითუმეტეს წინა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალმა "ალბისელესტეს" უჩვენა, თუ რა ძვირად ფასობს ვერ გამოყენებული მომენტი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები