ოფიციალურად: არგენტინის ნაკრებს მუნდიალისთვის ფეხბურთელი გამოაკლდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ოფიციალურად: არგენტინის ნაკრებს მუნდიალისთვის ფეხბურთელი გამოაკლდა


ოფიციალურად: არგენტინის ნაკრებს მუნდიალისთვის ფეხბურთელი გამოაკლდა

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, არგენტინის ნაკრებს ტრავმის გამო ფეხბურთელი გამოაკლდა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე სერხიო რომერო სამპაოლიმ განაცხადში შეიყვანა, თუმცა როგორც ჩანს, მისი ამოგდება მოუწევს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ ჩაანაცვლებს რომეროს და რომელი იქნება არგენტინის ძირითადი მეკარე.

არგენტინის შემადგენლობა

მეკარეები: სერხიო რომერო ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ფრანკო არმანი ("რივერ პლეიტი"), ვილი კაბალიერო ("ჩელსი").

მცველები: გაბრიელ მერკადო ("სევილია"), ნიკოლას ტალიაფისო ("აიაქსი"), ფედერიკო ფასიო ("რომა"), ნიკოლას ოტამენდი ("მანჩესტერ სიტი"), მარკოს როხო ("მანჩესტერ იუნაიტედი"), კრისტიან ანსალდი ("ინტერი").

ნახევარმცველები: ევერ ბანეგა ("სევილია"), ხავიერ მასკერანო ("ჩაინა ფორტუნი"), ედუარდო სალვიო ("ბენფიკა"), ლუკას ბილია ("მილანი"), ანხელ დი მარია, ჯო ლო სელსო (ორივე "პსჟ"), მანუელ ლანსინი ("ვესტ ჰემი"), მაქსი მეზა ("ინდეპენდიენტე"), მარკოს აკუნა ("სპორტინგი").

თავდამსხმელები: ლიონელ მესი ("ბარსელონა"), სერხიო აგუერო ("მანჩესტერ სიტი"), გონსალო იგუაინი, პაულო დიბალა (ორივე "იუვენტუსი"), კრისტიან პავონი ("ბოკა ხუნიორსი").

ასევე იხილეთ:

11-ეული, რომელიც ესპანეთის ნაკრების სიაში ვერ მოხვდა

როგორ დასრულდა ოქროს ბუცისთვის ბრძოლა?

სამპაოლი: "რატომ არ მიმყავს იკარდი მუნდიალზე?"

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები