ჰიუსაი ნაპოლიში რჩება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჰიუსაი ნაპოლიში რჩება


ჰიუსაი ნაპოლიში რჩება

"ნაპოლის" მცველი, ელსეიდ ჰიუსაი ამ ზაფხულს კლუბს არ დატოვებს.

აღნიშნულის შესახებ ფეხბურთელის აგენტმა, მარიო ჯუფრედიმ Radio CRC-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

"ნაპოლის" ფეხბურთელია და გუნდში რჩება. ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს ვიწყებთ", - აცხადებს 24 წლის ალბანელის წარმომადგენელი.

აქამდე იტალიურ პრესაში დაიწერა, რომ ჰიუსაიმ, ჩემპიონობის ხელიდან გაშვების შემდეგ, გუნდის დატოვება გადაწყვიტა.

იტალიის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში ჰიუსაიმ 35 მატჩი ჩაატარა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები