ანჩელოტი ნაპოლის შეუთანხმდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ანჩელოტი ნაპოლის შეუთანხმდა


ანჩელოტი ნაპოლის შეუთანხმდა

კარლო ანჩელოტი "ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს შეუთანხმდა და კლუბის გაწვრთნას დათანხმდა, იუწყება Corriere dello Sport.

გარიგება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაიშალოს, თუ მაურისიო სარი ნეაპოლურ კლუბში დარჩენას გადაწყვეტს.

იტალიური გამოცემის თანახმად, ანჩელოტიმ დე ლაურენტისთან მოლაპარაკებები ანდრეა პირლოს გამოსამშვიდობებელი მატჩის მიმდინარეობისას გამართა. მხარეებმა კონტრაქტის ყველა დეტალზე ისაუბრეს.

აღინიშნება, რომ კარლოსთვის "ნაპოლის" ვარიანტი პრიორიტეტული მას შემდეგ გახდა, რაც 58 წლის სპეციალისტი "არსენალში" მიწვევას არ დაელოდა.

შეგახსენებთ, ანჩელოტი 2017 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული უმუშევარია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები