მანჩესტერ იუნაიტედს მონაკოს მცველის ყიდვა უნდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მანჩესტერ იუნაიტედს მონაკოს მცველის ყიდვა უნდა


მანჩესტერ იუნაიტედს მონაკოს მცველის ყიდვა უნდა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" "მონაკოს" მცველ ჯიბრილ სიდიბესთან შესაძლო ტრანსფერის თაობაზე არაოფიციალური მოლაპარაკებები გამართა, იტყობინება France Football.

ინგლისურ კლუბს საფრანგეთის ეროვნული ნაკრების წევრის ხელში ჩაგდება ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე უნდა.

გარდა "ეშმაკუნებისა", 25 წლის ფრანგისადმი ინტერესს მადრიდის "ატლეტიკოც" იჩენს.

2017/18 წლების სეზონში სიდიბემ ყველა ტურნირზე ერთად 34 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი შეაგდო და 8 საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები