ატლეტიკო ვალენსიას ფორვარდს უმიზნებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ატლეტიკო ვალენსიას ფორვარდს უმიზნებს


ატლეტიკო ვალენსიას ფორვარდს უმიზნებს

"ატლეტიკო" "ვალენსიას" ფორვარდ როდრიგოს შეძენას აპირებს ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე, ამის შესახებ Football Espana წერს.

აღინიშნება, რომ "ვალენსია" 60 მილიონ ევროს ითხოვს. თუმცა, "ატლეტიკო" ამ თანხის დაკლებას ტრანსფერში თავდამსხმელ კევინ გამეიროს ჩართვით გეგმავს.

2017/18 წლების სეზონში 26 წლის როდრიგომ ყველა ტურნირზე ერთად 47 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და ოთხი ასისტი გააკეთა.

თავის მხრივ, 31 წლის გამეიროს ანგარიშზე 36 მატჩი, 11 გოლი და ორი საგოლე პასია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები