მანჩესტერ სიტიმ თვალი აიაქსის ახალგაზრდა მცველს დაადგა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მანჩესტერ სიტიმ თვალი აიაქსის ახალგაზრდა მცველს დაადგა


მანჩესტერ სიტიმ თვალი აიაქსის ახალგაზრდა მცველს დაადგა

ინგლისის პრემიერ ლიგის ჩემპიონ "მანჩესტერ სიტის" "აიაქსის" მცველ მატეის დე ლიგტის შეძენა უნდა, წერს Mirror.

18 წლის ჰოლანდიელის დამატებას "ქალაქელები" ვენსან კომპანის შემცვლელის რანგში გეგმავენ.

აღინიშნება, რომ დე ლიგტისთვის კიდევ სამი ინგლისური კლუბი იბრძვის.

32 წლის კომპანის მოქმედი კონტრაქტის ვადა 2019 წელს ეწურება. გასულ სეზონში მან 21 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი შეაგდო და ერთი ასისტი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები