დელ ბოსკეს პროგნოზი ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დელ ბოსკეს პროგნოზი ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ


დელ ბოსკეს პროგნოზი ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ

მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ექს-თავკაცი, ვისენტე დელ ბოსკე მიიჩნევს, რომ ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ფინალში "თეთრები" იმარჯვებენ.

"რეალი" ამ ეტაპზე ევროპაში საუკეთესო კლუბია", - ციტირებს 67 წლის სპეციალისტის სიტყვებს COPE.

"ლივერპულის" ვერცერთ იმ ფეხბურთელს ვერ დავასახელებ, რომელსაც მადრიდული გუნდის უკეთესად ქცევა შეუძლია".

"გარეტ ბეილი და კარიმ ბენზემა კარგ ფორმაში არიან, კრიშტიანუ რონალდუ კი მათ კიდევ უფრო უკეთესს ხდის".

"რეალი" "ლივერპულს" 4:1 დაამარცხებს", - დასძინა დელ ბოსკემ.

შეგახსენებთ, ვისენტე "რეალს" 1994, 1996 და 1999-2003 წლებში ედგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით მადრიდელებმა ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგეს.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალური მატჩი, რომელშიც "რეალს" "ლივერპული" დაუპირისპირდება, 26 მაისს, კიევში გაიმართება.

ასევე იხილეთ:

11-ეული, რომელიც ესპანეთის ნაკრების სიაში ვერ მოხვდა

როგორ დასრულდა ოქროს ბუცისთვის ბრძოლა?

სამპაოლი: "რატომ არ მიმყავს იკარდი მუნდიალზე?"


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები