10 ყველაზე პოპულარული სპორტსმენი - ლიდერი რონალდუა, მესი მესამეა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

10 ყველაზე პოპულარული სპორტსმენი - ლიდერი რონალდუა, მესი მესამეა


10 ყველაზე პოპულარული სპორტსმენი - ლიდერი რონალდუა, მესი მესამეა

"რეალის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ ამერიკული ტელეარხის, ESPN-ს მიერ შედგენილი მსოფლიოს ყველაზე პოპულარული სპორტსმენების რეიტინგში პირველ ადგილზეა. პორტუგალიელი ზედიზედ მესამედ გახდა ლიდერი.

რონალდუს შემდეგ მოდიან "კლივლენდის" ფორვარდი, ლებრონ ჯეიმსი და "ბარსელონას" თავდამსხმელი, ლიონელ მესი.

რეიტინგი სოციალურ ქსელში გამოწერების რაოდენობით, სარეკლამო კონტრაქტებისა და ინტერნეტში საძიებო მოთხოვნის მიხედვითაა შედგენილი.

საუკეთესო ათეულში მოხვდნენ: ფეხბურთელი, ნეიმარი (მე-4 ადგილი), ჩოგბურთელები, როჯერ ფედერერი (მე-5) და რაფაელ ნადალი (მე-8), გოლფისტები, ტაიგერ ვუდსი (მე-6) და ფილ მიკელსონი (მე-10), ასევე კალათბურთელები, კევინ დურანტი (მე-7) და სტეფ კარი (მე-9).

ასევე იხილეთ:

11-ეული, რომელიც ესპანეთის ნაკრების სიაში ვერ მოხვდა

როგორ დასრულდა ოქროს ბუცისთვის ბრძოლა?

სამპაოლი: "რატომ არ მიმყავს იკარდი მუნდიალზე?"


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები