კრიშტიანუ რონალდუ: "ყველა საუკეთესო ფეხბურთელი ამ გუნდშია შეკრებილი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კრიშტიანუ რონალდუ: "ყველა საუკეთესო ფეხბურთელი ამ გუნდშია შეკრებილი"


კრიშტიანუ რონალდუ:

"რეალის" ფორვარდმა, კრიშტიანუ რონალდუმ მადრიდულ კლუბს მსოფლიოში საუკეთესო უწოდა.

პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის თქმით, ყველაზე ძლიერი ფეხბურთელები მის გუნდში თამაშობენ.

"მაინც მივიჩნევ, რომ "რეალი" მსოფლიოში საუკეთესო კლუბია", - ციტირებს რონალდუს სიტყვებს Marca.

"ყველა საუკეთესო ფეხბურთელი აქაა შეკრებილი - ბეილი, ბენზემა, ასენსიო, ლუკას ვასკესი...".

"რეალმა" 2017/18 წლების სეზონი ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზე დაასრულა, 76 ქულით.

თუმცა, მოგეხსენებათ, მადრიდელები ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდნენ, სადაც "ლივერპულს" 26 მაისს, კიევში დაუპირისპირდებიან.

ასევე იხილეთ:

11-ეული, რომელიც ესპანეთის ნაკრების სიაში ვერ მოხვდა

როგორ დასრულდა ოქროს ბუცისთვის ბრძოლა?

სამპაოლი: "რატომ არ მიმყავს იკარდი მუნდიალზე?"


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები