პეპ გვარდიოლა არსენალში უნაი ემერის დანიშვნას გამოეხმაურა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პეპ გვარდიოლა არსენალში უნაი ემერის დანიშვნას გამოეხმაურა


პეპ გვარდიოლა არსენალში უნაი ემერის დანიშვნას გამოეხმაურა

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა მიიჩნევს, რომ "არსენალი" თავკაცის შერჩევისას არ შემცდარა.

"შესანიშნავი მწვრთნელი. მისი კარიერა ყველაფერს ნათელს ჰფენს", - ციტირებს 47 წლის სპეციალისტის სიტყვებს The Telegraph.

"წარმატებით იმუშავა ბევრ ესპანურ გუნდთან ერთად, ასევე "პსჟ"-შიც".

"კეთილი იყოს შენი მოსვლა ინგლისში, ჩვენს ჩემპიონატს კიდევ ერთი ჩინებული მწვრთნელი შეუერთდა", - დასძინა პეპმა.

"არსენალმა" უნაი ემერის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნა დღეს, 23 მაისს დაადასტურა.

ასევე იხილეთ:

11-ეული, რომელიც ესპანეთის ნაკრების სიაში ვერ მოხვდა

როგორ დასრულდა ოქროს ბუცისთვის ბრძოლა?

სამპაოლი: "რატომ არ მიმყავს იკარდი მუნდიალზე?"


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები