რამოსი: "ბარსელონამ ორი ტიტული მოიგო, თუმცა ლიგაზე გამარჯვება მათ მიღწევას გადაფარავს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რამოსი: "ბარსელონამ ორი ტიტული მოიგო, თუმცა ლიგაზე გამარჯვება მათ მიღწევას გადაფარავს"


რამოსი:

მადრიდის "რეალის" მცველი, სერხიო რამოსი დარწმუნებულია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე პოტენციური გამარჯვება არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე 2017/18 წლების სეზონში "ბარსელონას" ორი ტიტული.

მოგეხსენებათ, კატალონიელებმა აწ უკვე გასულ სეზონში ლა ლიგა და ესპანეთის თასი მოიგეს.

"ბარსელონამ" სეზონი შესანიშნავად ჩაატარა და ორი ტიტული დაიმსახურა. თუმცა, როცა თქვენი პირდაპირი კონკურენტი ჩემპიონთა ლიგას იგებს, სიტუაცია იცვლება".

"მათი მიღწევის გადაფარვა შეგვიძლია. ვფიქრობ, ფინალური მატჩის წინ არ უნდა ვიღელვოთ. უბრალოდ მოედანზე გასვლა და საუკეთესო თვისებების ჩვენებაა საჭირო", - ციტირებს რამოსის სიტყვებს AS.

ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი, "რეალი" - "ლივერპული" შაბათს, 26 მაისს, კიევში გაიმართება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები