21 წლამდელთა შემადგენლობა ცნობილია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

21 წლამდელთა შემადგენლობა ცნობილია


21 წლამდელთა შემადგენლობა ცნობილია

3 და 6 ივნისს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს უელსის 21-წლამდე ნაკრებთან. ორივე შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ უკვე დაასახელა გაფართოებული შემადგენლობა - გუნდი 28 მაისიდან დაიწყებს შეკრებას.

ოფიციალური მატჩებისგან განსხვავებით, შემადგენლობა, ცხადია, შედარებით გადახალისებულია - მწვრთნელმა რამდენიმე ახალწვეულსაც უხმო და ასევე ოთხი ფეხბურთელი დააწინაურა 20-წლამდე ნაკრებიდან, რომელმაც რამდენიმე დღის წინ სტუმრად 2:1 დაამარცხა აზერბაიჯანი.

მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო), გიორგი ჩოჩიშვილი (ზლატე მორავცე, სლოვაკეთი), ოთო გოშაძე (დინამო თბ);

მცველები: გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ანდრო გიორგაძე (ვორსკლა, უკრაინა), დავით კობოური (დინამო თბ), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო თბ), გიორგი ქანთარია (ნემანი, ბელარუსი), ცოტნე ნადარაია (საბურთალო), ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო), გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), ვაჟა ფაცაცია (მერანი);

ნახევარმცველები: აკაკი შულაია (დინამო თბ), დავით ცეცხლაძე (სებაილი, აზერბაიჯანი), სანდრო ალთუნაშვილი (საბურთალო), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიტვა), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი), ირაკლი ბუღრიძე (ჩიხურა);

თავდამსხმელები: გურამ გოშთელიანი (საბურთალო), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ბექა მიქელთაძე (რუსთავი), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), დავით მუჯირი (ანტალიასფორი, თურქეთი).

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები