კაზემირომ ხავის უპასუხა: "ილაპარაკოს, რაც უნდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კაზემირომ ხავის უპასუხა: "ილაპარაკოს, რაც უნდა"


კაზემირომ ხავის უპასუხა:

მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა კაზემირომ ხავის უპასუხა.

რამდენიმე თვის წინ ესპანელმა განაცხადა, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი "ბარსელონას" ვერ მოერგებოდა, რადგან გუნდის სტილს საერთოდ არ შეესაბამებოდა.

ეს კომენტარი კაზემიროს დღეს შეახსენეს და მან ხავის უპასუხა:

"ხავის შეუძლია ილაპარაკოს ის, რაც სურს, თუმცა მე უკვე 4 წელია "რეალში" ვთამაშობ და ჩემპიონთა ლიგის ფინალში სისტემატიურად ვასპარეზობ.

ალბათ, "ბარსელონაში" ვერ გადავიდოდი, რადგან მათი საფეხბურთო დნმ არ მაქვს.

მე მადრიდისტა ვარ, ბოლომდე", - განაცხადა კაზემირომ.

ასევე იხილეთ:

ოფიციალურად: არგენტინის ნაკრებს მუნდიალისთვის ფეხბურთელი გამოაკლდა

რონალდუ: "კარგი იქნებოდა, ფინალში არა ლივერპული, არამედ ეს გუნდი შეგვხვედროდა"

"ნეიმარი რეალში?" - რონალდუმ კომენტარი გააკეთა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები