კლოპმა რეალის სისუსტეზე ისაუბრა: "მარსელო ბევრს უტევს და დაცვა ავიწყდება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კლოპმა რეალის სისუსტეზე ისაუბრა: "მარსელო ბევრს უტევს და დაცვა ავიწყდება"


კლოპმა რეალის სისუსტეზე ისაუბრა:

"ლივერპულის" თავკაცმა იურგენ კლოპმა მისი მომავალი მეტოქის სისუსტეებზე ისაუბრა.

26 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში "რეალი" მერსისაიდულ გუნდს შეხვდება.

"მარსელო არის ფეხბურთელი, რომელიც შეტევაში საკმაოდ ხშირად არის, თუმცა ის ამავდროულად დაცვას არ აქცევს ყურადღებას.

თუმცა ეს ფეხბურთია და მოედანზე ყველაფერი ისეთი მარტივი არ არის, როგორც სათქმელად.

მაგალითად, თუ მარსელო შეტევაში დარჩა და ამ დროს მისი ფლანგი სალაჰმა გაარღვია, ეგვიპტელს წინ რამოსი დახვდება", - განაცხადა კლოპმა.

ასევე იხილეთ:

ოფიციალურად: არგენტინის ნაკრებს მუნდიალისთვის ფეხბურთელი გამოაკლდა

რონალდუ: "კარგი იქნებოდა, ფინალში არა ლივერპული, არამედ ეს გუნდი შეგვხვედროდა"

"ნეიმარი რეალში?" - რონალდუმ კომენტარი გააკეთა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები