Goal.Ge

ხავის ემოციური წერილი ინიესტას: "ყველაზე ნიჭიერი ესპანელი ფეხბურთელი ხარ,"


ხავის ემოციური წერილი ინიესტას:

ახლაც მახსოვს ის მომენტი, როდესაც პირველად ვნახე ანდრეს ინიესტას თამაში. გუნდში ვიღაცამ თქვა, რომ ეს ბიჭი ისტორიას შექმნიდა. მე ისიც მითხრეს, რომ თამაშის სტილით ანდრესი ძალიან მგავდა, მაგრამ ამ მოსაზრებას არ დავეთანხმე. ის უკეთ იხსნებოდა და დრიბლინგიც უფრო დახვეწილი ჰქონდა, გავიფიქრე მე.

ჯერ კიდევ ბავშვობაში ინიესტაზე ისე საუბრობდნენ, როგორც ოსტატზე. ის მარჯვენა ფეხით აკონტროლებდა ბურთს, შემდეგ მოქმედებას კი მარცხენათი ასრულებდა. ახლა ეს ყველაფერი შეიძლება ბუნებრივად მოგეჩვენოთ, თუმცა იმ დროს მისი ასაკის ბავშვები ესე არ თამაშობდნენ.

ხავის ემოციური წერილი ინიესტას: "ყველაზე ნიჭიერი ესპანელი ფეხბურთელი ხარ,"

ანდრესი დგამდა ნამდვილ შოუებს. რასაც სხვები გონებაში წარმოსახავდნენ, ინიესტა მოედანზე აცოცხლებდა. რაც ყველაზე მთავარია, ანდრესი ამას ისე მარტივად აკეთებდა, თითქოს არც კი ცდილობდა ძალის დატანებას.

ინიესტას მუდამ ჰქონდა დამყარებული კავშირი მოედანზე სხვა ფეხბურთელებთან. რის დახვეწასაც მე და დანარჩენი თანაგუნდელები ვარჯიშზე ვცდილობდით, ანდრესს ბავშვობიდან თან სდევდა. ჩემთვის ის ყველაზე ნიჭიერი ესპანელი მოთამაშეა. ნამდვილი ალტრუისტი, გუნდური ფეხბურთელი, გამარჯვებული და ლიდერი.

ხავის ემოციური წერილი ინიესტას: "ყველაზე ნიჭიერი ესპანელი ფეხბურთელი ხარ,"

ანდრესი ყოველთვის ითხოვდა ბურთს, იცით ეს რას ნიშნავს? იმ მომენტში, როდესაც სხვები ცდილობდნენ მის მოშორებას, ინიესტა პირიქით ცდილობდა ბურთის მიღებასა და შეტევის განვითარებას.

მისნაირი თანაგუნდელის ყოლა არის ღვთის მადლი. ანდრესი ლიდერია, მართალია ჩუმი, მაგრამ ნამდვილი. მე მთელი ცხოვრება ვიყავი უბრალო გამთამაშებელი, ინიესტა, მესი და ბუსკეტსი კი საუკეთესოები თავის საქმეში. ისინი ყოველთვის აღწევდნენ საჭირო შედეგს, მაშინაც კი როდესაც საერთო სურათი საპირისპირო იყო.

ხავის ემოციური წერილი ინიესტას: "ყველაზე ნიჭიერი ესპანელი ფეხბურთელი ხარ,"

ანდრესი თითქმის არასდროს მელაპარაკებოდა მოედანზე, მაგრამ ის ყოველთვის ჩნდებოდა საჭირო დროს. 10 წლის მანძილზე ჩვენ ვისწავლეთ თვალებით კონტაქტი ერთმანეთთან, ამის ახსნა სიტყვებით შეუძლებელია.

ინიესტა ბავშვობიდანვე გასცდა "ლა მასიის" ცოდნის ფარგლებსაც კი. მე მას ვუყურებდი და ვფიქრობდი: "როგორ გააკეთა ეს? ნეტა დაგეგმილი ჰქონდა?" მისთვის შეუძლებელი არაფერი იყო - დრიბლინგი, გადამწყვეტი პასი, მედნის ხედვა...ანდრესი ფეხბურთის თამაშით იღებდა სიამოვნებას, როგორც ნამდვილი ოსტატი.

ხავის ემოციური წერილი ინიესტას: "ყველაზე ნიჭიერი ესპანელი ფეხბურთელი ხარ,"

როდესაც ინიესტა მიწაზე ეცემოდა, ის მაშინაც კი იბრძოდა ბურთისთვის. ანდრესი ნამდვილი მაგალითია თითოეული მოთამაშისთვის. ჩვენ ბევრი სასიხარულო წუთი გადავიტანეთ ერთად, თუმცა ანდრესი ხშირად გრძნობდა თავს ცუდად.

მას ადრეული ასაკიდანვე მოუწია ოჯახისგან შორს ყოფნა, თუმცა ახლა ინიესტა იტყვის, რომ ეს აუცილებელი და გარდაუვალი იყო, სხვა შემთხვევაში ანდრესი ვერ გახდებოდა თავისი საყვარელი კლუბის ლეგენდა. მან ურთულესი გზა გამოიარა, მენტალურად სუსტი ადამიანი ამ ყველაფერს ვერ გაუძლებდა.

ხავის ემოციური წერილი ინიესტას: "ყველაზე ნიჭიერი ესპანელი ფეხბურთელი ხარ,"

ინიესტას მუდამ გვერდში ჰყავდა თავისი მფარველი ანგელოზი. საჭირო დროს ის ყოველთვის აჯილდოვებდა ანდრესს გადამწყვეტი პასით ან გოლით. ბედნიერი ვარ, რომ ამ ყველაფერის თანამონაწილე ვიყავი, "ბარსელონაშიც" და ესპანეთის ნაკრებშიც.

გაიხსენეთ "სტემფორდ ბრიჯი" ან იოჰანესბურგი და ყველაფერს თავადაც მიხვდებით. ერთხელ, ძალიან ადრე მე და გვარდიოლა მისი თამაშის საყურებლად მივედით "ლა მასიაში", ინიესტამ იმ დღესაც კი გაიტანა გადამწყვეტი გოლი.

ხავის ემოციური წერილი ინიესტას: "ყველაზე ნიჭიერი ესპანელი ფეხბურთელი ხარ,"

ხალხი ამბობდა, რომ ჩვენ ვერ გავუგებდით ერთმანეთს მოედანზე, თუმცა მე და ანდრესი ხომ "ბარსას" მექანიზმის ნაწილი ვიყავით. ყოველთვის მინდოდა მყოლოდა ისეთი თანაგუნდელი, რომელთანაც გონებრივ კავშირს დავამყარებდი მოედანზე.

მე უფრო კარგად ვუგებ ტექნიკურ ფეხბურთელს, ვიდრე ფიზიკურად ძლიერ ათლეტს. დიახ, მსგავსი ტიპის მოთამაშეებიც საჭიროა, მაგრამ შეხედეთ ინიესტას, მესისა და ბუსკეტსს, რაში სჭირდებათ მათ კუნთები? იოჰან კრუიფი ამბობდა: "ყველაზე მნიშვნელოვანი კუნთი ფეხბურთის სათამაშოდ არის ტვინი,"

ხავის ემოციური წერილი ინიესტას: "ყველაზე ნიჭიერი ესპანელი ფეხბურთელი ხარ,"

ჩვენ ყოველთვის თავშეკავებულები ვიყავით, სწორედ ამიტომ სუფევდა მე და ინიესტას შორის მოედანზე ჰარმონია. ზედმეტ ლაპარაკს გვერჩივნა უბრალოდ იმის კეთება, რაც ყველაზე კარგად გამოგვდის.

ხავის ემოციური წერილი ინიესტას: "ყველაზე ნიჭიერი ესპანელი ფეხბურთელი ხარ,"

დანი ხარკეს გარდაცვალების შემდეგ ანდრესი განადგურებული იყო. არ ვიცი რა ჰქვია ამას, კრიზისი თუ დეპრესია, მაგრამ ინიესტა დახმარებას საჭიროებდა. 2009 წლის უეფას სუპერთასის ფინალის დროს, მე მას ვუთხარი:

"ანდრეს, ძალიან გვჭირდები. განსაკუთრებული ხარ და შენს გარეშე გუნდს ორმაგად უჭირს. გთხოვ დაბრუნდი,"

ხავის ემოციური წერილი ინიესტას: "ყველაზე ნიჭიერი ესპანელი ფეხბურთელი ხარ,"

საბედნიეროდ მან მართლაც მოახერხა დაბრუნება, თავისი არაჩვეულებრივი ოჯახის დახმარებით. არ მახსოვს ინიესტას მიერ ჩაგდებული მატჩი, ისევე როგორც არ მახსოვს მისი მხრიდან გამოხატული აგრესია. თუ ანდრესს რამე არ მოსწონდა, ის დალაგებულად და არგუმენტირებულად გამოთქვამდა თავისი უკმაყოფილების მიზეზს.

სამწუხაროდ მარადიული არაფერია. მე წავედი, ჩემს გზას გაჰყვა ინიესტაც. "ბარსელონა" ნელ-ნელა იცვლება, თუმცა ჩვენს მიერ დატოვებული სიხარული დღემდე არ იკარგება. იმედია ანდრესი ხვდება თუ რამხელა ბედნიერება მიანიჭა თავისი თამაშით "ბლაუგრანას" გულშემატკივრებს. ინიესტა, ნამდვილი ოსტატი ხარ და ყველას უყვარხარ.

ხავის ემოციური წერილი ინიესტას: "ყველაზე ნიჭიერი ესპანელი ფეხბურთელი ხარ,"

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მანჩესტერ სიტი - ტოტენჰემი: ისტორიული საღამოს გამეორება

ინგლისის პრემიერ ლიგის 35-ე ტური ცენტრალური შეხვედრით გაიხსნება - "მანჩესტერ სიტი" საკუთარ მოედანზე ლონდონის "ტოტენჰემს" მიიღებს.

დღეს, 00:28

ღირსეული საქციელი: ტერ შტეგენმა მეორე გოლი დე ხეას გამო არ აღნიშნა

კატალონიის "ბარსელონას" მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა, დავიდ დე ხეას სოლიდარობა გამოუცხადა.

დღეს, 00:25

გულიტი: "გვარდიოლა ჩემპიონთა ლიგას ვერ იგებს, რადგან მესი აღარ ჰყავს"

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ, ჩემპიონთა ლიგაზე პეპ გვარდიოლას წარუმატებლობის მიზეზი დაასახელა.

დღეს, 00:20

ტენ ჰაგი: "ტოტენჰემი საოცარი გუნდია"

ამსტერდამის "აიაქსის" მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა, საკუთარი გუნდის მომდევნო მოწინააღმდეგე დაახასიათა.

დღეს, 00:10

კოუტინიომ კრიტიკოსებს უპასუხა: "მათ არ უნდა მოუსმინო!"

კატალონიის "ბარსელონას" შემტევმა ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ, "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეხვედრის შემდეგ თავისი ჟესტი განმარტა.

დღეს, 00:03

კლოპი: "ლივერპული ჯერ არ დაღლილა!"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, საკუთარი გუნდის მდგომარეობაზე ისაუბრა.

გუშინ, 23:12

სიმეონემ დიეგო კოშტას მდგომარეობა შეაფასა

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე, მადრიდულ პრესაში გუშინ გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციას გამოეხმაურა.

გუშინ, 23:08

ლივერპულის ლეგენდა: "ვან დეიკი ფორმის პიკში მყოფ ტერის და ადამსს მაგონებს"

"ლივერპულის" ლეგენდარულმა მცველმა, მარკ ლაურენსონმა, გუნდის დაცვის ლიდერი, ვირჯილ ვან დეიკი, დაახასიათა.

გუშინ, 23:05

გვარდიოლა: "გამიმართლა, რომ ტენ ჰაგს ვიცნობ"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ამსტერდამის "აიაქსის" თავკაცი, ერიკ ტენ ჰაგი, შეაქო.

გუშინ, 23:00

კლოპი: "სიტის თანავუგრძნობ"

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, "მანჩესტერ სიტის" ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნას გამოეხმაურა.

გუშინ, 22:55

რომელ ფეხბურთელებს დაიმატებს იუვენტუსი? - ტურინელთა გეგმები

"იუვენტუსის" ხელმძღვანელობა ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე გუნდის გაძლიერებას აპირებს.

გუშინ, 22:11

"დიდი პოტენციალის მქონეა", - ალისონმა რეალის ახალწვეული შეაქო

"ლივერპულის" მეკარემ, ალისონმა "რეალის" ახალწვეულისადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

გუშინ, 22:00

იუვენტუსსა და ინტერს შორის ვარსკვლავური გაცვლა მზადდება?!

მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე სერიოზული სიურპრიზები გველოდება.

გუშინ, 21:39

ვალვერდემ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს.

გუშინ, 21:34

ბარსელონამ უმტიტის ფასი დაადო, არსენალი ბრძოლას გამოეთიშა

"არსენალი" "ბარსელონას" მცველის დამატებითაა დაინტერესებული, თუმცა იძულებულია ფრანგ ფეხბურთელზე უარი თქვას.

გუშინ, 21:28

რონალდუს მომავალი პრაქტიკულად გარკვეულია

აქამდე დაიწერა, რომ "იუვენტუსის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ შესაძლოა "რეალი" დატოვოს.

გუშინ, 21:23

ორი ევროპული გრანდი, სადაც შესაძლოა კარასკო ვიხილოთ

ბელგიის ნაკრების ნახევარმცველს, იანიკ ფერეირა კარასკოს ევროპაში დაბრუნება სურს.

გუშინ, 21:18

ბარსელონამ რიშარლისონის ტრანსფერისთვის კონკრეტული თანხა გამოყო

"ევერტონის" თავდამსხმელმა, რიშარლისონმა "ბარსელონას" ყურადღება მიიპყრო.

გუშინ, 21:06

რეშფორდი ბარსელონაში? - კატალონიურმა გრანდმა გეგმა შეიმუშავა

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo ავრცელებს.

გუშინ, 21:01

დე იონგი: "რეალის მსგავსად, არც ბარსელონას დამარცხება მომერიდება"

"აიაქსის" ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა, რომელიც ზაფხულში "ბარსელონას" შეუერთდება, საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 20:55

მანჩესტერ სიტის დატოვება რამდენიმე ფეხბურთელს სურს

"მანჩესტერ სიტის" რამდენიმე ფეხბურთელმა კლუბის დატოვების სურვილი გამოთქვა.

გუშინ, 20:50

ტოტენჰემში ცვლილებები იგეგმება - კლუბი 4 წამყვან ფეხბურთელს შეელევა?

"ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე შემადგენლობის განახლებას გეგმავს.

გუშინ, 20:44

ლივერპულმა სალაჰის პოტენციური შემცვლელი იპოვნა

"ლივერპულმა" თავდამსხმელის, მოჰამედ სალაჰის პოტენციურ შემცვლელს მიაგნო.

გუშინ, 20:39

იუვენტუსი დიბალას ყიდის, ტურინელებმა არგენტინელს ფასი დაადეს

"იუვენტუსის" თავდამსხმელმა, პაულო დიბალამ ზაფხულში შესაძლოა კლუბი დატოვოს.

გუშინ, 20:34

რეალი და ჩელსი შეთანხმდნენ - MARCA

"ჩელსის" თავდამსხმელი, ედენ აზარი "რეალში" გადასვლასთანაა ახლოს.

გუშინ, 20:30

ზუკა დავითაშვილის ულამაზესი გოლი მადრიდის ატლეტიკოს კარში [VIDEO]

საქართველოს 19-წლამდელთა გუნდი, "ლოკომოტივი", ხმელთაშუაზღვის საერთაშორისო ტურნირზე მადრიდის "ატლეტიკოს" უპირისპირდება.

გუშინ, 20:25

გვარდიოლა: "თქვენ გჯერათ, რომ ტკივილმა გამიარა, ან ყველაფერი დამავიწყდა?"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ მის გუნდს "ტოტენჰემთან" მატჩი ჯერ არ დავიწყებია.

გუშინ, 20:19

ეს საკითხი დახურულია - იკარიდს მეუღლემ მის მომავალზე საუბრებს წერტილი დაუსვა

"ინტერის" თავდამსხმელის, მაურო იკარდის, მეუღლემ და აგენტმა, ფეხბურთელის მომავალზე ისაუბრა.

გუშინ, 20:11

საქართველოს თასის 1/8 ფინალური წყვილები ცნობილია

ცოტა ხნის წინ, საქართველოს დავით ყიფიანის თასის 1/8 ფინალების კენჭისყრა დასრულდა.

გუშინ, 18:31

"მანჩესტერის ფანი ვარ" - ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ადამიანი, რომელიც ჩელსის ყიდვას ცდილობს

უკვე ერთ წელზე მეტია, რაც ინგლისურ პრესაში ლონდონის "ჩელსის" გაყიდვის შესახებ იწერება.

გუშინ, 17:56

ყველა სიახლე