Goal.Ge

რეალი - ლივერპული: ზედიზედ მესამე თასი თუ კლოპის პირველი ტრიუმფი


რეალი - ლივერპული: ზედიზედ მესამე თასი თუ კლოპის პირველი ტრიუმფი

დადგა ნანატრი დღე, 2017/18 წლების საკლუბო საფეხბურთო სეზონის კულმინაცია - ჩემპიონთა ლიგის ფინალი. ამ საღამოს უკრაინის დედაქალაქ კიევში დიდი მატჩი გაიმართება - მადრიდის "რეალი" და "ლივერპული" ევროპის მთავარი საკლუბო თასისთვის იბრძოლებენ.

დაწყების დრო: 22:45 საათი
სტადიონი: ოლიმპიური სტადიონი, კიევი
მთავარი მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბეთი)

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორი უძლიერესი გუნდი გავიდა. მადრიდის "რეალმა" ცოტათი სკანდალური, მაგრამ საოცრად რთული გზა გამოიარა - "პსჟ", ტურინის "იუვენტუსი" და ბოლოს მიუნხენის "ბაიერნი". ზინედინ ზიდანის გუნდი ფლეი-ოფში კვლავ ვერავინ შეაჩერხა, ახლა კი მადრიდელები მორიგი ფინალის მოგებას ეცდებიან.

"ლივერპულის" ფინალში გასვლას კი ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, მაგრამ იურგენ კლოპის გუნდმა და შემტევი ტრიოს ფანტასტიკურმა თამაშმა შეუძლებელი შეძლო - "წითლები" პეპ გვარდიოლას დიდებულ "მანჩესტერ სიტის" მარტივად (5:1 ორი მატჩის ჯამში) გაცდნენ და კიევის საგზურიც "რომასთან" არანორმალურ ბრძოლაში მოიპოვეს.

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი: ნავასი; კარვახალი, რამოსი, ვარანი, მარსელო; კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი; ისკო, რონალდუ, ბენზემა.
ფინალს გამოტოვებენ: -

ლივერპული: კარიუსი; არნოლდი, ვან დეიკი, ლოვრენი, რობერტსონი; მილნერი, ჰენდერსონი, ვიინალდუმი; მანე, ფირმინო, სალაჰი.
ფინალს გამოტოვებენ: გომესი (ტერფი), მატიპი (ბარძაყი), ჩემბერლენი (მუხლი).

რა თქვეს მწვრთნელებმა ფინალის წინ?

ზინედინ ზიდანი: "სავარაუდოდ ეს ყველაზე რთული ფინალი იქნება, რომელშიც ოდესმე მითამაშია. ჩვენ ყველა კომპონენტში საუკეთესო ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ.

მეტოქე ინგლისური გუნდია, ამიტომ ისინი ბოლომდე არ დანებდებიან. "ლივერპული" არამხოლოდ ფიზიკურად, არამედ ტექნიკურადაც ძალიან ძლიერია და ინდივიდუალურად ბრწყინვალე მოთამაშეები ჰყავს".

იურგენ კლოპი: "სანამ დავიწყებდით, ერთი შეთანხმება გვქონდა: თუ გუნდი წააგებდა, პასუხისმგებელი მე ვიყავი, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში ყველაფერი მოთამაშეების დამსახურება იქნებოდა. ასე, რომ ბიჭებს დასაკარგი არაფერი აქვთ.

რეალი - ლივერპული: ზედიზედ მესამე თასი თუ კლოპის პირველი ტრიუმფი

გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, მადრიდის "რეალი" გაცილებით თავდაჯერებული იქნება. თუმცა ეს არც ისე მნიშვნელოვანია, ვინაიდან თამაში ამით მხოლოდ იწყება და არ მთავრდება.

"რეალი" დიდებული გუნდია, მაგრამ მათ ჩვენს წინააღმდეგ არ უთამაშიათ. "ლივერპული" უბრალოდ ფანტასტიკური გუნდია, ეს ამ კლუბის გენებშია".

ისტორია "ლივერპულის" სასარგებლოდაა

რეალი - ლივერპული: ზედიზედ მესამე თასი თუ კლოპის პირველი ტრიუმფი

თუ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ისტორიას გადავხედავთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაქტები და ციფრები მერსესაიდული გრანდის მხარესაა.

თანამედროვე ფეხბურთის გულშემატკივარს ალბათ არც ახსოვს თუ როდის წააგო მადრიდის "რეალმა" ბოლო ფინალი ჩემპიონთა ლიგაზე. დიახ, ეს მართლაც ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა - ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ტურნირს ჩემპიონთა თასი ერქვა და განსხვავებული ფორმატი ჰქონდა. "სამეფო კლუბმა" ჩემპიონთა თასის/ლიგის ფინალი ბოლოს 1981 წელს წააგო - ვისთან? "ლივერპულთან".

რეალი - ლივერპული: ზედიზედ მესამე თასი თუ კლოპის პირველი ტრიუმფი

ბობ პეისლის დიდებულმა გუნდმა "რეალი" პარიზში 1:0 დაამარცხა და ჩემპიონთა თასის ტიტული ისტორიაში მესამედ მოიპოვა. პეისლი კი გახდა პირველი მწვრთნელი, რომელმაც ტურნირი სამჯერ მოიგო.

საინტერესოა, რომ ინგლისური და ესპანური კლუბები ფინალში ერთმანეთს სულ ოთხჯერ დაუპირისპირდნენ. 2006, 2009 და 2011 წლებში "ბარსელონამ" შესაბამისად "არსენალი" (2:1) და ორჯერ "მანჩესტერ იუნაიტედი" (2:0 და 3:1) დაამარცხა. ხოლო დარჩენილი ერთი ფინალი ზემთხსენებული 81 წლის დაპირისპირებაა, რომელიც "რეალს" "ლივერპულმა" მოუგო.

კლოპის მთავარი თავის ტკივილი - ფინალები

რეალი - ლივერპული: ზედიზედ მესამე თასი თუ კლოპის პირველი ტრიუმფი

როგორც იურგენ კლოპმა აღნიშნა, მადრიდის "რეალი" გაცილებით გამოცდილი გუნდია, მაგრამ ფინალში თამაშის გამოცდილება არც 50 წლის გერმანელ სპეციალისტს აკლია.

კლოპს დორტმუნდის "ბორუსიადან" მოყოლებული არაერთი ფინალი აქვს ნათამაშები, მაგრამ პრობლემა - ფინალების მოგებაა. იურგენმა ბოლო 5 წელიწადში 5 სათასო ფინალის წაგება მოახერხა და წარუმატებელის სტატუსი მოიპოვა.

კლოპის წაგებული ფინალების სიაში ჩემპიონთა ლიგაც არის - 2013 წელს მისი დორტმუნდის "ბორუსია" ლონდონში მიუნხენის "ბაიერნთან" 1:2 დამარცხდა. "ლივერპულთან" ერთად იურგენმა 2016 წელს ევროპა ლიგისა და ინგლისის ლიგის თასის ფინალები წააგო.

რეალი - ლივერპული: ზედიზედ მესამე თასი თუ კლოპის პირველი ტრიუმფი

თავისი გერმანელი კოლეგისგან განსხვავებით, ზინედინ ზიდანს ფინალურ მატჩებში 100%-იანი მაჩვენებელი აქვს - 7 ფინალი, 7 მოგება! ორჯერ ზიზუმ ჩემპიონთა ლიგის ფინალი დაასრულა ტრიუმფით, ორ-ორჯერ უეფას სუპერთასისა და კლუბთა მსოფლიო ჩემპიონატის, ხოლო ამ სეზონის სტარტზე ესპანეთის სუპერთასის ფინალიც მოიგო.

შეუჩერებელი სამეული Vs კრიშტიანუ რონალდუ

რეალი - ლივერპული: ზედიზედ მესამე თასი თუ კლოპის პირველი ტრიუმფი

ამ ფინალის მთავარი ხიბლი ამ ორი გუნდის თავდასხმის ხაზის დაპირისპირება იქნება - "ლივერპული" უნიკალური შემტევი ტრიოთი გამოირჩევა, ხოლო მადრიდის "რეალს" ფენომენალური კრიშტიანუ რონალდუ ჰყავს.

მოჰამედ სალაჰმა, რობერტო ფირმინომ და სადიო მანემ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ამ სეზონში უბრალოდ დაიპყრეს - 29 გოლი. ამ სამეულმა უფრო მეტი გაიტანა, ვიდრე მთლიანად "პარი სენ ჟერმენმა" და მიუნხენის "ბაიერნმა".

რეალი - ლივერპული: ზედიზედ მესამე თასი თუ კლოპის პირველი ტრიუმფი

"რეალს" ამ საოცარი სამეულის შეჩერება მოუწევს, ხოლო "ლივერპულს" - რონალდუსი, რომლისთვისაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლების გატანა ჩვეულებად იქცა. 33 წლის პორტუგალიელი ბომბარდირთა დავას დიდი უპირატესობით ლიდერობს და თუ სალაჰი ფინალში პენტა-ტრიკს არ გაიფორმებს, მაშინ კრიშტიანუ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო გოლეადორი ბოლო 5 წელიწადში მეოთხედ გახდება.

რონალდუს გარდა "სამეფო კლუბს" ისკო და კარიმ ბენზემაც ჰყავს. როდესაც რონალდუს არ მისდის, მაშინ ფრანგი ფორვარდი ყოველთვის მზად არის საკუთარი სიტყვის სათქმელად და ეს "ბაიერნთან" საპასუხო 1/2 ფინალურ თამაშში დაამტკიცა.

შექმნის რეალი ახალ ისტორიას?

რეალი - ლივერპული: ზედიზედ მესამე თასი თუ კლოპის პირველი ტრიუმფი

მადრიდის "რეალმა" გასულ სეზონში ისტორია უკვე დაწერა, როდესაც გახდა პირველი კლუბი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის თასი დაიცვა. ახლა კი ზინედინ ზიდანის უნიკალური გუნდი ახალი ისტორიის დასაწერად ემზადება.

იმისათვის, რომ ვიპოვნოთ ბოლო გუნდი, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ზედიზედ სამჯერ მოიგო, 70-იან წლებში უნდა ჩავიდეთ - მაშინ ეს ჯერ ამსტერდამის "აიაქსმა" (1971, 72, 73), შემდეგ კი მიუნხენის "ბაიერნმა" (1974, 75, 76) გააკეთა. მას შემდეგ ასეთი დომინაციისთვის არავის არასოდეს მიუღწევია.

ჩემპიონთა ლიგის ეპოქაში აქამდე ერთადერთი გუნდი იყო, რომელიც ფინალში ზედიზედ სამჯერ გავიდა - ტურინის "იუვენტუსი" (1996, 97, 98). ახლა ეს "რეალმა" გააკეთა და "სამეფო კლუბი" ეცდება, რომ მორიგი ისტორიული მიღწევა დააფიქსიროს - გახდეს პირველი კლუბი 1976 წლის შემდეგ, რომელიც ჩემპიონთა თასს/ლიგას ზედიზედ სამჯერ მოიგებს.

მთავარი ფაქტები

კრიშტიანუ რონალდუ შესაძლოა გახდეს პირველი ფეხბურთელი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ეპოქაში (1992 წლიდან მოყოლებული) ამ ტურნირს მეხუთედ მოიპოვებს. პორტუგალიელმა 2008 წელს ჩემპიონთა ლიგა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად მოიგო, ხოლო 2014, 2016 და 2017 წლებში "რეალის" შემადგენლობაში.

"ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის ფინალში 11 წლიანი პაუზის შემდეგ გავიდა. მერსესაიდულმა გრანდმა ბოლო ფინალი, 2007 წელს, ათენში "მილანთან" 1:2 წააგო. მერსესაიდულ გრანდს ჩემპიონთა თასი/ლიგა ისტორიაში ხუთჯერ აქვს მოგებული და თუ კიევშიც მიაღწევს წარმატებას, "რეალისა" (12) და "მილანის" (7) შემდეგ ტურნირის ყველაზე წარმატებული კლუბი იქნება. ახლა "ლივერპულს" მიუნხენის "ბაიერნისა" და "ბარსელონას" მსგავსი შედეგი აქვს.

ჩემპიონთა ლიგის/თასის ტიტული სამჯერ მხოლოდ ორ მწვრთნელს აქვს მოგებული - ბობ პეისლის (1977, 1978 და 1981) და კარლო ანჩელოტის (2003, 20007 და 2014). ზინედინ ზიდანს აქვს შანსი, რომ მათ შეუერთდეს და გახდეს ერთადერთი, რომელსაც ტურნირი ზედიზედ სამჯერ ექნება მოგებული.

მადრიდის "რეალს" ჩემპიონთა ლიგის ეპოქაში ექვსიდან ექვსი ფინალი აქვს მოგებული - საერთო ჯამში კი 15 ფინალური მატჩიდან მხოლოდ 3 აქვს წაგებული.

"ლივერპულის" შემადგენლობის თითოეული წევრისთვის ეს ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალი იქნება.

ამ გუნდების გზები ჩემპიონთა ლიგაზე ბოლოს 2014/15 წლების სეზონში ჯგუფურ ეტაპზე გადაიკვეთა. მადრიდის "რეალმა" მაშინ "ლივერპული" სტუმრად 3:0 დაამარცხა, შინ კი 1:0 მოუგო. თუმცა მანამდე, 2008/09 წლების სეზონის მერვედფინალში, მერსესაიდელებმა "სამეფო კლუბი" ორი მატჩის ჯამში 5:0 გაანადგურეს.


რას უნდა ველოდეთ ფინალისგან?

რეალი - ლივერპული: ზედიზედ მესამე თასი თუ კლოპის პირველი ტრიუმფი

პირველ რიგში, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფინალში ყოველთვის ყველაფერი ხდება, ამიტომ წინასწარ რაიმის პროგნოზირება შეუძლებელია, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ეს ოცნების ფინალია!

"ლივერპული" და მადრიდის "რეალი" - ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში ორი ყველაზე გამტანი გუნდი. მერსესაიდელებმა უკვე 40 ბურთი დააგროვეს, ხოლო მეორე ადგილზე 30 გოლით "სამეფო კლუბია". გარდა ამისა, დაცვაში ორივე გუნდს სერიოზული პრობლემები აქვს, ამიტომ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ რომელიმე მათგანი მეორე ნომრად თამაშზე გააკეთებს აქცენტს.

თუ გადავხედავთ ფლეი-ოფსა და თუნდაც ჯგუფურ ეტაპს, ამ გუნდების თამაშებში, როგორც წესი, სწრაფი გოლი გადიოდა ხოლმე. სწრაფი გოლი კი ფინალს, ნებისმიერ შემთხვევაში, გახსნის, ვინაიდან არც "ლივერპული" და არც "რეალი" არ არის გუნდი, რომელიც ერთი ბურთის შემდეგ დაცვაში ჩაჯდება.

ჩემპიონთა ლიგის ეს სეზონი ისტორიაში ყველაზე უხვგოლიანი გამოდგა, ამიტომ ფეხბურთის გულშემატკივრები ასეთივე სანახაობრივ, უხვგოლიან და საინტერესო ფინალს უნდა ველოდეთ. ორივე გუნდი შემტევ, ლაღ და სწრაფ ფეხბურთს თამაშობს, ამიტომ დიდია იმის ალბათობა, რომ კიევში ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი საუკეთესო ფინალური მატჩი გაიმართება.

ფინალის პრომო



ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

"მის გვერდით სიკვდილამდე დავდგებით" - მარსელომ ლოპეტეგი დაიცვა

"ლევანტეს" კარში ერთადერთი გოლის ავტორმა, მარსელომ, გუნდის მთავარი მწვრთნელი, ხულენ ლოპეტეგი დაიცვა.

დღეს, 21:01

გოლების წვიმა ეტიჰადზე - მანჩესტერ სიტიმ ბარნლი გაანადგურა [VIDEO]

პეპ გვარდიოლას გუნდმა "ბარნლი" გაანადგურა და ერთპიროვნულად გალიდერდა.

დღეს, 20:02

ტოტენჰემმა ლონდონურ დერბიში მინიმალურად იმარჯვა [VIDEO]

პრემიერ ლიგის მეცხრე ტურში ლონდონური დერბი გაიმართა, რომელშიც "ვესტ ჰემმა" "ტოტენჰემს" უმასპინძლა...

დღეს, 19:54

პაკომ კვლავ გაიტანა - დორტმუნდის წარმატებული სერია გრძელდება [VIDEO]

ჩემპიონატის ლიდერი წარმატებულ სვლას განაგრძობს.

დღეს, 19:46

ლევანდოვსკიმ საყვარელ გუნდთან გაილაღა, ბაიერნი გამარჯვების გზას დაუბრუნდა [VIDEO]

ბუნდესლიგის მერვე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" "ვოლფსბურგს" ესტუმრა...

დღეს, 19:26

რომამ საკუთარ კედლებში სენსაციური მარცხი იწვნია [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატის მეცხრე ტურში "რომამ" ტურნირის ერთ-ერთ აუთსაიდერს, "სპალს" უმასპინძლა და სენსაციური მარცხი იწვნია.

დღეს, 19:08

სენსაცია: საქართველოს ქალთა ნაკრებმა გოლი გაიტანა და ფრე ითამაშა

17 წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა სენსაცია დააფიქსირა.

დღეს, 19:08

როდის იმარჯვა იუნაიტედმა სტემფორდ ბრიჯზე უკანასკნელად?

ჟოზე მოურინიო ხანგრძლივი სერიის შეწყვეტასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ...

დღეს, 18:57

სარი: "აღნიშნულ სიტუაციაში მართლები არ ვიყავით!"

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, "მანჩესტერთან" მატჩში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა.

დღეს, 18:54

"წარმოდგენაც კი არ მაქვს, საიდან მოიტანა მსაჯმა 6 წუთი" - მოურინიომ მაიკ დინი გააკრიტიკა

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს კომენტარი "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ.

დღეს, 18:50

ტონგამ საქართველოსთან მატჩისთვის 30 მორაგბეს უხმო

ტონგამ ნოემბრის ტესტებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

დღეს, 18:14

"ჩემპიონთა ლიგის შეხვედრისთვის უნდა მოვემზადოთ!" - ლოპეტეგი წასვლას არ აპირებს

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ხულენ ლოპეტეგიმ, "ლევანტესთან" მარცხის შემდეგ, პრესასთან ისაუბრა.

დღეს, 17:59

მაურიციო სარი ჩელსის ისტორიაში შევიდა

ლონდონის "ჩელსიმ" "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩი დრამატულ სტილში გადაარჩინა.

დღეს, 17:53

ბართომეუმ ამ სეზონში ბარსელონას მთავარი მიზანი დაასახელა

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ მიმდინარე სეზონში კატალონიელთა მთავარ მიზანზე ისაუბრა.

დღეს, 17:42

ჩელსი მანჩესტერის 100-წუთიანი მატჩი, არეულობა და გოლი 96-ე წუთზე [VIDEO]

პრემიერ ლიგის მეცხრე ტურის ცენტრალურ შეხვედრას "სტემფორდ ბრიჯმა" უმასპინძლა.

დღეს, 17:37

უხვგოლიანი მატჩი: აუტსაიდერების ბრძოლაში სიონმა მოიგო [გოლები]

ეროვნული ლიგის 29-ე ტურში ერთმანეთს ბოლნისის "სიონი" და "სამტრედია" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 17:25

დაბრუნდება წარსულში - ანტირეკორდების წვიმა რეალის შესრულებით

ლა ლიგის მეცხრე ტურში, მადრიდის "რეალი" "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ლევანტესთან" დამარცხდა.

დღეს, 17:15

116-წლიანი ისტორიის მანძილზე ყველაზე ცუდი შედეგი - რამდენ ხანს გაგრძელდა რეალის მშრალი სერია?

განურჩევლად იმისა, შეინარჩუნებს თუ არა ხულენ ლოპეტეგი მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობას, იგი კლუბის ისტორიაში სამუდამოდ შევიდა. თუმცა, არც თუ სასურველი სახელით.

დღეს, 17:05

კატასტროფა მადრიდში! - რეალი შინ ლევანტესთან დამარცხდა [VIDEO]

მიუხედავად იმისა, რომ 4-მატჩიანი უგოლო სერია შეწყდა, "რეალმა" მაინც საშინელი შედეგი აჩვენა.

დღეს, 17:04

"რონალდუს პირად ცხოვრებაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ", - ალეგრი გაუპატიურების საქმეზე

მოგეხსენებათ, აქამდე, ამერიკელმა ქალბატონმა, კეტრინ მაიორგამ განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუმ მასზე 2009 წელს იძალადა.

დღეს, 16:30

ბარსელონაში ნეიმარის შესაძლო დაბრუნებაზე ოფიციალური განცხადება გააკეთეს

მოგეხსენებათ, ესპანურმა გაზეთმა Mundo Deportivo-მ დაწერა, რომ "ბარსელონა" მზადაა ნეიმარი დაიბრუნოს.

დღეს, 16:19

მორიგი სკანდალი! - მილანს სანქციები კვლავ ემუქრება

"მილანის" ფინანსური პრობლემები, როგორც ჩანს, წარსულში არ დარჩენილა.

დღეს, 16:11

"ის მასზე უკეთესია", - სამორანომ ერთმანეთს იკარდი და იგუაინი შეადარა

სერია ა-ს ამ ტურში დიდი ხნის ნანატრი მილანური დერბი გაიმართება.

დღეს, 15:58

მარსიალის მომავალი გადაწყვეტილია?!

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელს, ანტონი მარსიალს საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიღებული აქვს.

დღეს, 15:50

სიმეონემ დაასახელა ფეხბურთელი, რომელმაც ამ წელს ოქროს ბურთი უნდა მოიგოს

"ატლეტიკოს" მთავარ მწვრთნელი, დიეგო სიმეონე საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს.

დღეს, 15:43

"ეს ჩვენი საქმეა", - ვალვერდე უკმაყოფილო ვიდალს ესაუბრა

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე ნახევარმცველ არტურო ვიდალს ესაუბრა.

დღეს, 15:36

ფორვარდი, რომელმაც ყველა დაჩრდილა - ვინ არის პიონტეკი?

სერია ა-ს 8 ტურის შემდეგ "ჯენოა" სატურნირო ცხრილის მეორე ნახევარში არის დამკვიდრებული.

დღეს, 15:35

ვინ შეცვლის ლოპეტეგის? - მთავარი კანდიდატის ვინაობა ცნობილია

მადრიდის "რეალი" გუნდის ამჟამინდელი თავკაცის, ხულენ ლოპეტეგის შემცვლელს ეძებს.

დღეს, 15:29

კიელინიმ იუვენტუსის მთავარი კონკურენტები დაასახელა

"იუვენტუსის" მცველმა, ჯორჯო კიელინიმ განაცხადა, რომ მისი გუნდი დაუმარცხებელი არ არის.

დღეს, 15:19

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები