ლივერპულის ლეგენდა: "ფავორიტი ლივერპულია!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლივერპულის ლეგენდა: "ფავორიტი ლივერპულია!"


ლივერპულის ლეგენდა:

"ლივერპულის" ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, ვლადიმირ შმიცერმა, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩზე ისაუბრა.

"კიევში "ლივერპულთან" და ეროვნულ ნაკრებთან ერთადაც მითამაშია და არასოდეს წამიგია - ასე, რომ ეს ქალაქი ჩემთვის საკმაოდ წარმატებულია.

ვინ არის ფავორიტი? რა თქმა უნდა "ლივერპული"...გუნდმა ძალიან რთული მოწინააღმდეგეები დაამარცხა - "მანჩესტერ სიტი", "რომა", მაგრამ ახლა წინ მადრიდის "რეალია", - აღნიშნა 45 წლის ჩეხმა.

მერსესაიდული გრანდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში 11 წლიანი პაუზის შემდეგ გავიდა და ხვალ საღამოს მადრიდის "რეალს" შეხვდება.

ვლადიმირ შმიცერმა "ლივერპულში" 6 წელი (1999-2005) გაატარა და 2005 წელს სტამბოლში ჩემპიონთა ლიგის ტიტულიც მოიპოვა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ლივერპული ვლადიმირ შმიცერი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები