კლოპი: "ლივერპულის გამარჯვების მჯერა!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კლოპი: "ლივერპულის გამარჯვების მჯერა!"


კლოპი:

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ისაუბრა.

"ლივერპული" ყოველი მატჩის შემდეგ ვითარდება და შაბათს თავისი კოზირების გამოვლენას ეცდება. თუმცა არც მოწინააღმდეგის ძლიერ მხარეებს ვუარყოფთ.

ჩვენ "რეალის" სუსტი და ძლიერი მხარეები საკმაოდ დეტალურად განვიხილეთ, ყველაფერი გავაანალიზეთ და ხვალ ამ ყველაფრის შედეგს ვნახავთ. საკუთარი გუნდის გამარჯვების მჯერა, შანსები კი - თანაბარია.

ამ "ლივერპულის" ყველაზე ძლიერი მხარე - სულია. ცხრა თვის წინ ჩვენ უკვე ვიყავით კარგი გუნდი და ამ პერიოდში გუნდი საოცარი მიღწევებისთვის გაემზადა.

ჩვენ ვოცნებობდით ფინალზე და კიევში თამაში უდიდეში შრომის ფასად დავიმსახურეთ", - განაცხადა იურგენმა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ლივერპული იურგენ კლოპი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები