Goal.Ge

ლივერპული-რეალი 4:0 - ლეგენდარული მატჩი, რომელსაც ენფილდზე დღემდე იხსენებენ


ლივერპული-რეალი 4:0 - ლეგენდარული მატჩი, რომელსაც ენფილდზე დღემდე იხსენებენ

2008-2009 წლის სეზონი. "ლივერპული" პრემიერ ლიგაში ტრადიციული არასტაბილურობით გამოირჩეოდა, ჩემპიონთა ლიგაზე კი "მერსისაიდელებს" ელოდათ მადრიდის "რეალი". აღსანიშნავია, რომ "სამეფო კლუბი" იმ მომენტში ძალიან კარგ პერიოდს განიცდიდა, ხუანდე რამოსის მწვრთნელობით "ბლანკოსმა" მოიგო ზედიზედ 9 მატჩი ლა ლიგაში, ბურთების შეფარდებით 26:2.

ლივერპული-რეალი 4:0 - ლეგენდარული მატჩი, რომელსაც ენფილდზე დღემდე იხსენებენ

რაფაელ ბენიტესს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა კლუბის იმ დროინდელ მფლობელებთან - ტომას ჰიქსსა და ჯორჯ ჯილეტ უმცროსთან. ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემთხვევაში, ამერიკელი ბიზნესმენები აუცილებლად გაათავისუფლებდნენ ესპანელ თავკაცს.

რაფა და "ლივერპულის" უფროსები მთელი წლის მანძილზე ომობდნენ ერთმანეთში. ჰიქსმა და ჯილეტმა მნიშვნელოვნად შეამცირეს კლუბის სატრანსფერო ბიუჯეტი, რის შემდეგაც ბენიტესმა ღიად დაადანაშაულა ისინი ფეხბურთის არ ცოდნაში.

ლივერპული-რეალი 4:0 - ლეგენდარული მატჩი, რომელსაც ენფილდზე დღემდე იხსენებენ

ამ კონფლიქტში მართალი აღმოჩნდა სწორედ ესპანელი, რადგან 2010 წლისთვის ამერიკელი მაგნატების ვალი უკვე 350 მილიონ დოლარს შეადგენდა. ჰიქსმა და ჯილეტმა მოგვიანებით მაინც გაუშვეს ბენიტესი, შემდეგ კი საერთოდ გაყიდეს კლუბი, "ლივერპული" ძალიან დიდი ხნის მანძილზე განიცდიდა პოსტ-ტრავმატულ სინდრომს.

ლივერპული-რეალი 4:0 - ლეგენდარული მატჩი, რომელსაც ენფილდზე დღემდე იხსენებენ

"წითლების" მწვრთნელი ძალიან გაღიზიანებული იყო. "რეალთან" თამაშამდე ერთი თვით ადრე რაფამ საჯაროდ გააკრიტიკა "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცი სერ ალექს ფერგიუსონი:

"ის ყოველი მატჩის შემდეგ ლანძღავს მსაჯებს. ალბათ იმის გამო ნერვიულობს, რომ "ლივერპული" უსწრებს "მანჩესტერს". რაც მთავარია ფეხბურთის ასოციაცია ყველაფერს პატიობს ფერგიუსონს. რატომ არ დასაჯეს შოტლანდიელი იმის შემდეგ, რაც მან ატკინსონი და ჰაკეტი გააკრიტიკა?"

ლივერპული-რეალი 4:0 - ლეგენდარული მატჩი, რომელსაც ენფილდზე დღემდე იხსენებენ

სტივენ ჯერარდი იხსენებს: "ბენიტესი გაუჩერებლად ეძებდა სხვადასხვა ფაქტებსა და სამხილებს. მოგვიანებით ნაკრების შეკრებაზე "იუნაიტედის" ფეხბურთელებმა მითხრეს, რომ ფერგიუსონი ყოველთვის დასცინოდა რაფას,"

ზამთარში "ლივერპულმა" რამდენიმე ფრე ითამაშა "უიგანის" დონის გუნდებთან, რის შედეგადაც "წითელმა ეშმაკებმა" შეძლეს სხვაობის აღმოფხვრა "მერსისაიდელებთან". "რეალში" კი იმ დროს ყველაფერი ზღაპრულად მიმდინარეობდა.

ლივერპული-რეალი 4:0 - ლეგენდარული მატჩი, რომელსაც ენფილდზე დღემდე იხსენებენ

ხუანდე რამოსი წარმატებით ახორციელებდა კარიერის რეანიმირებას "ტოტენჰემში" განცდილი ფიასკოს შემდეგ. მისი მწვრთნელობით "დეზებმა" სასტარტო 8 მატჩიდან 6 წააგეს, რაც კლუბის ანტი-რეკორდი იყო თავისი არსებობის მანძილზე.

ლონდონური გუნდი ცხრილის ფსკერზე დაეშვა, რის შემდეგაც ესპანელ თავკაცს "უაით ჰართ ლეინის" დატოვება მოუწია. უცნაურია, თუ რაში სჭირდებოდა "რეალს" მწვრთნელი მსგავსი ბექგრაუნდით, თუმცა მადრიდში რამოსმა მალევე შეძლო კრიტიკოსების დადუმება. "ლივერპულთან" მატჩის წინ ფავორიტად სწორედ "სამეფო კლუბი" მოიაზრებოდა.

ლივერპული-რეალი 4:0 - ლეგენდარული მატჩი, რომელსაც ენფილდზე დღემდე იხსენებენ

"კალენდარისა და "ბარსელონასთან" ჩამორჩენის გათვალისწინებით, ჩვენთვის უფრო მარტივი არის ჩემპიონთა ლიგის მოგება, ვიდრე ლა ლიგის," - რაული.

თავდაპირველად ყველას ესე ეგონა, თუმცა 25 თებერვალს "ლივერპულმა" შეძლო "რეალის" დამარცხება "სანტიაგო ბერნაბეუზე" ანგარიშით 1:0. "წითლებმა" მადრიდში 3 ქულის აღება ტრავმირებული ჯერარდისა და ტორესის გარეშეც მოახერხეს. "მერსისაიდული" კლუბის ლიდერები მატჩის მსვლელობისას დაშავდნენ.

რეალი-ლივერპული 0:1



მათ ნაცვლად "ბლანკოსის" მცველებს ამწარებდა ებრაელი იოსი ბენაიუნი, სწორედ მან გაიტანა ის ერთადერთი გოლი "ბერნაბეუზე". მოედნის ცენტრს კი მთლიანად აკონტროლებდა ჯერ კიდევ "ლივერპულელი" ხაბი ალონსო. "რეალი" თამაშობდა უღიმღამოდ, გამოირჩეოდა მხოლოდ არიენ რობენი.

"ჩემი ფილოსოფია ძალიან ჰგავს არიგო საკის სამწვრთნელო მეთოდებს. მეც მიყვარს ტექნიკური და აგრესიული მოთამაშეები, რომლებსაც შეუძლიათ მეტოქისთვის ხელ-ფეხის შეკვრა. ვთამაშობდით სწრაფად და არ ვაყოვნებდით შეტევაში გადასვლის მომენტს," - აცხადებდა ბენიტესი მატჩის შემდეგ.

ლივერპული-რეალი 4:0 - ლეგენდარული მატჩი, რომელსაც ენფილდზე დღემდე იხსენებენ

ესპანურმა პრესამ "ლივერპულის" მოგება სენსაციად შერაცხა. პირენეებზე დარწმუნებულები იყვნენ, რომ ინგლისში "რეალი" შეძლებდა რევანშის აღებას. განმეორებითი მატჩის წინ "Marca" შემდეგი სათაურით გამოვიდა: "ეს ენფილდია...მერე რა?"

2009 წლის 10 მარტი, "სამეფო კლუბმა" "ლივერპულის" მინდორზე შეაბიჯა. "წითლებს" დაუბრუნდათ ჯერარდი, ტორესი კი მოედანზე ტკივილგამაყუჩებლებით გამოვიდა: "ჩემთვის "რეალის" წინააღმდეგ თამაში პრინციპის საკითხია, ასე რომ ნემსები დისკომფორტს არ შემიქმნის,"

ლივერპული-რეალი 4:0 - ლეგენდარული მატჩი, რომელსაც ენფილდზე დღემდე იხსენებენ

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის წინ "მერსისაიდელებმა" ვერაფერი მოუხერხეს "მიდლსბროს", რის შედეგადაც "მანჩესტერი" 7 ქულით გაუშვეს წინ, თუმცა გულშემატკივრებს ეს ფაქტი დიდად არ ადარდებდათ, ბრიტანული პუბლიკა "რეალის" დაცემის მოლოდინში იყო.

"ლივერპულის" ქომაგებმა პირველივე წუთებიდან მიიღეს ის, რისთვისაც სტადიონზე მოვიდნენ. ფორმის პიკში მყოფმა ტორესმა სისხლი გაუშრო კანავაროს, პეპესა და კასილასს - ტაბლოზე 1:0 აციმციმდა.

ლივერპული-რეალი 4:0 - ლეგენდარული მატჩი, რომელსაც ენფილდზე დღემდე იხსენებენ

10 წუთის შემდეგ მსაჯმა ფრანკ დე ბლეკერემ პენალტი დანიშნა "რეალის" კარში, საჯარიმოში ხელით ითამაშა გაბრიელ ჰაინცემ, რომლის შეძენასაც ბენიტესი აქტიურად ცდილობდა მაშინ, როდესაც არგენტინელი "მანჩესტერის" ღირსებას იცავდა, ფერგიუსონმა ეს ტრანსფერი დაბლოკა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ.

"სამეფო კლუბის" მოთამაშეები გაპროტესტებას ცდილობდნენ, თუმცა დე ბლეკერე დაუნდობელი იყო, შედეგად ჯერარდის ეფექტური დარტყმა და 2:0. ანგარიში სრულად არ ასახავდა იმას, თუ რა ხდებოდა მოედანზე, "ლივერპულს" ბევრად უფრო მეტის გატანაც შეეძლო იმ მომენტისთვის.

ლივერპული-რეალი 4:0 - ლეგენდარული მატჩი, რომელსაც ენფილდზე დღემდე იხსენებენ

ფლანგებზე განლაგებული კიუტი და ბაბელი უბრალოდ სისხლს უშრობდნენ რამოსსა და მარსელოს, ცენტრში კი მეფობდნენ ალონსო და მასკერანო, რომლებმაც უსაქმოდ დატოვეს უესლი სნეიდერი.

მეორე ტაიმის დასაწყისისთვის ანგარიში უკვე გამანადგურებელი იყო. ჯერარდმა თავისი საფირმო ყუმბარისებული დარტყმით კვლავ უშანსოდ დატოვა კასილასი. "მერსისაიდელები" შეპყრობილებივით თამაშობდნენ, "რეალი" კი პირიქით ნოკდაუნში მყოფ მოკრივეს ჰგავდა.

ლივერპული-რეალი 4:0 - ლეგენდარული მატჩი, რომელსაც ენფილდზე დღემდე იხსენებენ

საბოლოო წერტილი კი დასვა იტალიელმა მცველმა ანდრეა დოსენამ, რომელიც ერთი კვირის შემდეგ "მანჩესტერის" განადგურებაშიც (4:1) მიიღებს აქტიურ მონაწილეობას.

ლივერპული-რეალი 4:0



ესპანეთი შოკში ჩავარდა. მეორე დღეს "Marca"-მ დაწერა: "ლივერპულმა გადაუარა რეალს!" მადრიდელები უშანსოდ იყვნენ, რადგან თამაშობდა ორი სხვადასხვა დონის გუნდი,"

"სამეფო კლუბის" ლეგენდამ და იმ დროინდელმა სპორტულმა დირექტორმა პრედრაგ მიატოვიჩმა კი მოკლე, მაგრამ ამომწურავი კომენტარი გააკეთა: "ყველაფერი მარტივადაა, "ლივერპული" "რეალზე" ძლიერია,"

ლივერპული-რეალი 4:0 - ლეგენდარული მატჩი, რომელსაც ენფილდზე დღემდე იხსენებენ

"არც კი მჯერა, რომ ესეთი ანგარიშით მოვიგეთ, ეს ხომ "რეალია"! ფანტასტიურად ვითამაშეთ. მეტოქეს ეგონა, რომ მინიმალური სხვაობის შენარჩუნებაზე ვიზრუნებდით, მაგრამ ჩვენ ყველა გავაოგნეთ და შეტევაში წავედით," - ბენიტესი.

"ბლანკოსი" ზედიზედ მეხუთედ გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგას 1/8 ფინალური სტადიიდან. მაისის ბოლოს რამოსმა და მიატოვიჩმა დატოვეს თანამდებობა, ახალ პრეზიდენტად კი არჩეული იქნა ფლორენტინო პერესი...რა მოხდა შემდეგ, ალბათ ყველამ კარგად ვიცით.

ლივერპული-რეალი 4:0 - ლეგენდარული მატჩი, რომელსაც ენფილდზე დღემდე იხსენებენ

"ლივერპული" 1/4 ფინალამდე მივიდა, სადაც უხვგოლიან ბატალიებში დამარცხდა ლონდონის "ჩელსისთან". რაც შეეხება პრემიერ ლიგას, "წითლებმა" ვერ მოახერხეს "მანჩესტერისთვის" ღირსეული კონკურენციის გაწევა და კვლავ ოქროს მედლების გარეშე დარჩნენ.

ლივერპული-რეალი 4:0 - ლეგენდარული მატჩი, რომელსაც ენფილდზე დღემდე იხსენებენ

ჯამში 2008-2009 წლის სეზონში "რეალმა" და "ლივერპულმა" ვერაფერი მოიგეს, მაგრამ მადრიდელებისგან განსხვავებით, "მერსისაიდელებს" რაღაც მიზეზთა გამო მაინც ტკბილად ახსენდებათ ის პერიოდი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ხოჭოლავა საქართველოს დროშით - შახტარის საჩემპიონო ზეიმი [VIDEO]

დონეცკის "შახტარი" უკრაინის ჩემპიონატის 2018/19 წლების სეზონის ჩემპიონი გახდა.

დღეს, 03:28

ალეგრის სტატისტიკა, რითიც ბოლო 5 სეზონში საუკეთესოა

რამდენიმე დღის წინ, მასიმილიანო ალეგრი "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ოფიციალურად გაათავისუფლეს.

დღეს, 03:28

ხარაბაძის ციურიხი კაკაბაძის ლიუცერნთან განადგურდა

შვეიცარიის ჩემპიონატში გაიმართა საინტერესო დაპირისპირება "ლიუცერნსა" და "ციურიხს" შორის.

დღეს, 03:26

ზარანდია: "იმედია, შემდეგ სეზონში ქომაგის გახარებას შევძლებთ"

პოლონეთის ჩემპიონატი დასრულდა. "არკამ" 42 ქულა დააგროვა და მთავარ დივიზიონში დარჩა.

დღეს, 03:22

ჟორჟინიო სარის მომავალზე: "თუ ეს მოხდება, ძალიან გამიკვირდება"

ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება, რომ მაურისიო სარი მომავალი სეზონიდან "იუვენტუსს" ჩაიბარებს.

დღეს, 02:45

პედრო: "ფინალის ბაქოში ჩატარება პრობლემაა"

ლონდონის "ჩელსის" შემტევი პედრო თვლის, რომ ფინალური მატჩის ბაქოში ჩატარება პრობლემა გამოდგა.

დღეს, 02:37

ლევანდოვსკიმ ბაიერნს სანეს დამატება ურჩია

მიუნხენის "ბაიერნის" ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკის თავის გუნდს ლეროი სანეს დამატება ურჩია.

დღეს, 02:33

შაქირი ლივერპულს ტოვებს?

ბრიტანული პრესის ცნობით, დიდია იმის ალბათობა, რომ ხერდან შაქირიმ ზაფხულში "ლივერპული" დატოვოს.

დღეს, 02:29

დიეგო მარადონა აეროპორტში დააკავეს!

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა აეროპორტში დააკავეს.

დღეს, 01:27

Bild: ბაიერნის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფავორიტი კოვაჩია

ცნობილმა გერმანულმა გამოცემამ, "Bild-მა", ახალი სეზონისთვის მიუნხენური გრანდის პოტენციური მთავარი მწვრთნელების სია გამოაქვეყნა.

დღეს, 00:51

კლუბის ლეგენდა: "ტერიში უფრო ვხედავდი მწვრთნელს, ვიდრე ლამპარდში"

ლონდონის "ჩელსის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ჯიმი ფლოიდ ჰასელბენკმა, კლუბის ორი ლეგენდარული მოთამაში მწვრთნელის ამპლუაში შეადარა ერთმანეთს.

დღეს, 00:50

რაკიტიჩი: "გრიზმანი მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშეა"

კატალონიის "ბარსელონას" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა, ანტუან გრიზმანი დაახასიათა.

დღეს, 00:45

კანმა კოვაჩის სადებიუტო სეზონი შეაფასა

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა კაპიტანმა, ლეგენდარულმა ოლივერ კანმა, ნიკო კოვაჩის მუშაობა შეაფასა.

დღეს, 00:42

რეგილონი: "მომდევნო სეზონში მინიმუმ ერთ ტიტულს მოვიგებთ!"

მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა მარცხენა მცველმა, სერხიო რეგილონმა, ახალი სეზონისთვის დამაიმედებელი განცხადება გააკეთა.

დღეს, 00:39

სიტის ლეგენდა: "სტერლინგი ჯერ ბავშვია, მაგრამ მისი აღფრთოვანებული ვარ!"

"მანჩესტერ სიტის" ლეგენდარულმა ნახევარმცევლმა, შონ რაით-ფილიპსმა, რაჰიმ სტერლინგის პროგრესი შეაფასა.

დღეს, 00:35

სარი: "თუ აზარი წავა, მის აზრს პატივს ვცემ"

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, ედენ აზარის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 00:31

ჩელსის ლეგენდა გრიზმანს ლონდონში ეპატიჟება

ლონდონის "ჩელსის" ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, ჯიმი ფლოიდ ჰასელბენკმა, ანტუან გრიზმანის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

დღეს, 00:28

არსენალმა რემზის წასვლის მიზეზი დაასახელა

ლონდონის "არსენალის" მენეჯმენტში აარონ რემზის გუნდიდან წასვლაზე ოფიციალური განცხადება გააკეთეს.

დღეს, 00:24

ოფიციალურად: 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 32 გუნდი ითამაშებს

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე გუნდების რაოდენობა 48-მდე არ გაიზრდება.

დღეს, 00:18

ბასილაშვილმა ლიონის ტურნირი წარმატებით დაიწყო

ლიონის ტურნირის 1/8 ფინალში ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ფრანგ ლამაზინს დაუპირისპირდა.

გუშინ, 22:52

დავით ხოჭოლავა მოედნიდან გააძევეს [VIDEO]

უკრაინის ტურის ცენტრალური მატჩი დონეცკის "შახტარსა" და "დინამო კიევს" შორის, ფრედ 1:1 დასრულდა.

გუშინ, 22:46

კვერკველიამ და კვარაცხელიამ რუსეთის თასი მოიგეს!

რუსეთის თასის ფინალში ერთმანეთს მოსკოვის "ლოკომოტივი" და "ურალი" დაუპირისპირდნენ.

გუშინ, 21:23

AS: იუვენტუსს მოურინიო გაწვრთნის? - ჟოზეს პასუხი "რონალდუს"

აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი ესპანური გამოცემა AS ავრცელებს.

გუშინ, 19:15

ოფიციალურად: დორტმუნდმა ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელა

აღნიშნულ ინფორმაციას ბორუსიელთა ოფიციალური საიტი ავრცელებს.

გუშინ, 19:07

სარიმ საკუთარ მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო სარიმ საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

გუშინ, 18:59

მბაპე რეალში? - მადრიდული გრანდის პოზიცია ცნობილია

"პსჟ"-ს თავდამსხმელი, კილიან მბაპე შესაძლოა ამ ზაფხულს "რეალში" გადავიდეს, წერენ ფრანგულ პრესაში.

გუშინ, 18:55

რა ბედი ელის რაკიტიჩს? - ხორვატის პოტენციური ახალი კლუბი

არ არის გამორიცხული, ივან რაკიტიჩმა ზაფხულში "ბარსელონა" დატოვოს.

გუშინ, 18:51

პსჟ-მ მბაპეს ფასი დაადო

აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი ფრანგული გამოცემა L'Equipe ავრცელებს.

გუშინ, 18:45

ბარსელონა გრიზმანის გარდა კიდევ 3 ფეხბურთელს შეიძენს

Mundo Deportivo-მ "ბარსელონას" სატრანსფერო მიზნები დაასახელა.

გუშინ, 17:45

ვინ არის პრემიერ ლიგის განვლილი სეზონის ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი?

"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი ტიმოტი ფოსუ-მენსა, რომელიც იჯარით "ფულჰემში" თამაშობს, პრემიერ ლიგის ყველაზე სწრად ფეხბურთელად დასახელდა.

გუშინ, 17:29

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10