იგუაინი კარიერას ჩელსიში გააგრძელებს? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

იგუაინი კარიერას ჩელსიში გააგრძელებს?


იგუაინი კარიერას ჩელსიში გააგრძელებს?

"ჩელსის" თავკაცის პოსტზე მაურისიო სარის დანიშვნის შემდეგ ლონდონურმა კლუბმა შეიძლება რამდენიმე ტრანსფერი განახორციელოს, წერს Football Italia.

აქამდე არსებული ცნობით, 59 წლის სპეციალისტი დღეს, 26 მაისს, ოფიციალურად წარდგება "არისტოკრატების" თავკაცის რანგში.

სავარაუდოდ, სარი "ჩელსისთან" 4-წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.

ზემოთაღნიშნული გამოცემის თანახმად, ლონდონელთა რიგებში სარის პირველი შენაძენი "იუვენტუსის" ფორვარდი, გონსალო იგუაინი გახდება, რომელიც იტალიელთა ერთად "ნაპოლიში" 2015/16 წლების სეზონში მუშაობდა.

აღნიშნული ტრანსფერის შემთხვევაში, ლონდონიდან ტურინში გაეშურება "არისტოკრატთა" თავდამსხელი, ალვარო მორატა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები