მანჩესტერ სიტიმ ჟორჟინიოს ტრანსფერისთვის 45 მლნ ევრო გამოყო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მანჩესტერ სიტიმ ჟორჟინიოს ტრანსფერისთვის 45 მლნ ევრო გამოყო


მანჩესტერ სიტიმ ჟორჟინიოს ტრანსფერისთვის 45 მლნ ევრო გამოყო

"მანჩესტერ სიტიმ" "ნაპოლის" ნახევარმცველ ჟორჟინიოს ტრანსფერის თაობაზე ოფიციალური წინადადებით მიმართა, წერს Corriere del Mezzogiorno.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ინგლისურმა კლუბმა ნეაპოლელებს 45 მილიონი ევრო შესთავაზა. თავად ფეხბურთელს "ქალაქელები" წელიწადში 4 მილიონ ევროიან ხელფასს სთავაზობენ.

იტალიის ნაკრების 26 წლის ნახევარმცველმა გასულ სეზონში სერია ა-ში 33 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები