რაიოლას სურს, რომ მილანმა დონარუმა ლივერპულში გაყიდოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რაიოლას სურს, რომ მილანმა დონარუმა ლივერპულში გაყიდოს


რაიოლას სურს, რომ მილანმა დონარუმა ლივერპულში გაყიდოს

"მილანის" მეკარე, ჯიჯი დონარუმა შეიძლება "ლივერპულის" ფეხბურთელი გახდეს.

როგორც Tuttosport იტყობინება, ფეხბურთელის აგენტმა, მინო რაიოლამ 19 წლის იტალიელის "პსჟ"-ში გაყიდვის მცდელობებზე უარი თქვა და ყურადღება მერსისაიდულ კლუბზე გაამახვილა.

კიპერი მზადაა "როსონერი" გულშემატკივრებთან არსებული დაძაბული ურთიერთობის გამო დატოვოს. პოტენციური ტრანსფერი 40 მილიონ ევროდ ფასდება.

გასულ სეზონში დონარუმამ 54 მატჩი ჩაატარა და 56 გოლი გაუშვა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები