იუვენტუსთან ერთად ლაიფციგის ერთ-ერთი ლიდერისთვის ატლეტიკოც იბრძოლებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

იუვენტუსთან ერთად ლაიფციგის ერთ-ერთი ლიდერისთვის ატლეტიკოც იბრძოლებს


იუვენტუსთან ერთად ლაიფციგის ერთ-ერთი ლიდერისთვის ატლეტიკოც იბრძოლებს

ბოლო წლების მანძილზე ნახევარმცველი, ემილ ფორსბერგი "ლაიფციგის" ერთ-ერთ ლიდერად იქცა.

როგორც ინსაიდერი დანიელ კრისტოფერსონი იუწყება, ფორსბერგის ყიდვას მომავალ ზაფხულს "იუვენტუსი" და "ატლეტიკო" ეცდებიან.

ჟურნალისტის ინფორმაციით, ემილის სანაცვლოდ მსურველ კლუბს 50 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

ბუნდესლიგის გასულ გათამაშებაში ფორსბერგმა 21 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასიც გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები