ლივერპულის ლეგენდა: "რეალს გაუმართლა, რომ ფინალშია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლივერპულის ლეგენდა: "რეალს გაუმართლა, რომ ფინალშია"


ლივერპულის ლეგენდა:

"ლივერპულის" ყოფილმა ნახევარმცველმა, გრემ სუნესმა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში მერსესაიდული გრანდის შანსები საკმაოდ სერიოზულად შეაფასა.

"ლივერპულს" ჩემპიონთა ლიგის მოგების ბრწყინვალე შესაძლებლობა აქვს. კლოპის შეგირდები მოედანზე ძლიერი განწყობით უნდა გავიდნენ და "რეალის" შოკში ჩაგდება პირველივე წუთებიდან უნდა სცადონ.

მადრიდელებმა გოლი რომც გაუშვან, მაინც არ დანებდებიან, რადგან საკუთარ თავში დარწმუნებულები არიან. მიუხედავად ამისა, თუ "ლივერპული" რამდენიმე სწრაფ ბურთს გაიტანს, მაშინ მოიგებს.

"რეალში" განსაკუთრებული არაფერია, მათ გაუმართლათ, რომ ფინალში მოხვდნენ. ნახევარფინალურ ეტაპზე "ბაიერნი" ორივე თამაშში უფრო ძლიერი იყო.

ვფიქრობ, "ლივერპულს" ამ მატჩის მოგების კარგი შანსები აქვს", - აღნიშნა 65 წლის შოტლანდიელმა.

"სამეფო კლუბმა" კიევამდე საკმაოდ რთული გზა გამოიარა და ფლეი-ოფის ყოველ სტადიაზე ფავორიტები გამოაგდო - "პსჟ", "იუვენტუსი" და ბოლოს მიუნხენის "ბაიერნი".

ასევე იხილეთ:

ოფიციალურად: არგენტინის ნაკრებს მუნდიალისთვის ფეხბურთელი გამოაკლდა

რონალდუ: "კარგი იქნებოდა, ფინალში არა ლივერპული, არამედ ეს გუნდი შეგვხვედროდა"

"ნეიმარი რეალში?" - რონალდუმ კომენტარი გააკეთა
ასევე იხილეთ თემაზე:
ლივერპულირეალი გრემ სუნესი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები