თუ ლივერპული ჩემპიონი გახდა, კოუტინიო ოქროს მედალს მიიღებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

თუ ლივერპული ჩემპიონი გახდა, კოუტინიო ოქროს მედალს მიიღებს


თუ ლივერპული ჩემპიონი გახდა, კოუტინიო ოქროს მედალს მიიღებს

კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველს, ფილიპე კოუტინიოს, ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგების შესაძლებლობა ჯერ კიდევ აქვს.

25 წლის ბრაზილიელმა იანვარში "ლივერპული" დატოვა და "ბლაუგრანას" შეუერთდა. თუმცა მერსესაიდულმა გრანდმა ფილიპეს წვლილი სეზონის პირველ ნახევარში მაინც არ დაივიწყა.

ლივერპულული პრესის ინფორმაციით, "წითლების" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ თუ დღეს "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, გამარჯვებულის ოქროს მედალს კოუტინიოც მიიღებს.

როდესაც გუნდი ჩემპიონთა ლიგას იგებს, უეფა კლუბს 40 ოქროს მედალს ურიგებს, რომელსაც შემდეგ კლუბი თავად უნაწილებს მოთამაშეებსა და სხვა პერსონალს.

ფილიპე კოუტინიომ ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში "ლივერპულის" მაისურით 5 თამაშში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

ასევე იხილეთ:

ოფიციალურად: არგენტინის ნაკრებს მუნდიალისთვის ფეხბურთელი გამოაკლდა

რონალდუ: "კარგი იქნებოდა, ფინალში არა ლივერპული, არამედ ეს გუნდი შეგვხვედროდა"

"ნეიმარი რეალში?" - რონალდუმ კომენტარი გააკეთა
ასევე იხილეთ თემაზე:
ფილიპე კოუტინიო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები