იტალიელმა ფეხბურთელმა თავისი მეგობარი გოგონა მოკლა და შემდეგ თავიც მოიკლა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

იტალიელმა ფეხბურთელმა თავისი მეგობარი გოგონა მოკლა და შემდეგ თავიც მოიკლა


იტალიელმა ფეხბურთელმა თავისი მეგობარი გოგონა მოკლა და შემდეგ თავიც მოიკლა

იტალიის სერია დ-ში დიდი ტრაგედია დატრიალდა. "ტუტოკუიოს" თავდამსხმელი, ფედერიკო ძინი, და მისი ყოფილი მეგობარი გოგონა, ელიზო ამატო, გარდაცვლილები იპოვნეს.

ხვალ, 27 მაისს, ძინის 25-ე დაბადების დღე უნდა აღენიშნა და დღესასწაულის წინა დღეს ფეხბურთელმა ელიზას ნახვა გადაწყვიტა, რათა ურთიერთობები დაელაგებინა და შემოერიგებინა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფედერიკომ შერიგებაზე უარი მიიღო, რის შემდეგაც მათ შორის ეზოში კონფლიქტი მოხდა. მეზობლებმა იარაღის გასროლის ხმა გაიგეს და პოლიცია გამოიძახეს.

სამართალდამცავების მისვლამდე ძინიმ თავისი მეგობარი გოგონა მოკლა, მისი სხეული მანქანაში მოათავსა, შემდეგ კი წავიდა და თავი მოიკლა.

წყვილი პიზასთან ახლოს, "სან-მინიატოს" სპორტულ ცენტრთან მანქანაში გარდაცვლილი იპოვნეს.

ფედერიკო ძინის კარიერის განმავლობაში მალტაზე, ბულგარეთში, ფილიპინებსა და მონღოლეთში ჰქონდა ნათამაშები.

ასევე იხილეთ:

ოფიციალურად: არგენტინის ნაკრებს მუნდიალისთვის ფეხბურთელი გამოაკლდა

რონალდუ: "კარგი იქნებოდა, ფინალში არა ლივერპული, არამედ ეს გუნდი შეგვხვედროდა"

"ნეიმარი რეალში?" - რონალდუმ კომენტარი გააკეთა
ასევე იხილეთ თემაზე:
ფედერიკო ძინი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები